მომავლის სკოლა

ფსიქოლოგი

სკოლის ფსიქოლოგი პირველ კლასში შემომსვლელ მოსწავლეებს უტარებს ტესტირებას სკოლისთვის მათი მზაობის დასადგენად. ასევე ატარებს ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას სკოლის მოსწავლეებთან; უწევს საჭირო რეკომენდაციებს როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებსაც.

ექიმი

სკოლას ემსახურება მაღალკვალიფიციური ექიმი. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას; აწვდის ინფორმაციას მშობლებს; აკონტროლებს სკოლაში სანიტარულ მდგომარეობას. 

ბიბლიოთეკა

სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია სათანადო ქართული და ინგლისური სასწავლო წიგნებით. მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ მხატვრული ლიტერატურით როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე.

გახანგრძლივებული კლასი

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ შეუძლიათ დარჩნენ გახანგრძლივებულ კლასში, სადაც მოაზადებენ გაკვეთილებს, დაისვენებენ და ითამაშებენ თავისუფალ დროს.

ბუფეტი

სკოლაში ფუნქციონირებს ორი ბუფეტი დიდებისთვის და პატარებისთვის ცალ-ცალკე. აქ იქნება მენიუ სკოლას აქვს ფასიანი კვებითი მომსახურება (სადილი) 1-4 კლასის მოსწავლეთათვის.
აქ იქნება მენიუ.

დაცვა

სკოლას ემსახურება 24- საათიანი დაცვა. სკოლა აღჭურვილია შიდა და გარე დაკვირვების კამერებით. 
დასვენებებზე მასწავლებლები უწევენ მოსწავლეებს ზედამხედველობას ეზოსა და დერეფანში. 
 
ტრანსპორტი

მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება ხორციელდება მინი ავტობუსებით. სურვილის შემთხვევაში მშობელმა უნდა მიმართოს ადმინისტრაციას. მარშრუტის დადგენა და თანხის გადახდა ხდება ყოველწლიურად მძღოლთან შეთანხმებით.

ელექტრონული ჟურნალი

მშობელს ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია მოსწავლის ყოფაქცევის, გაცდენებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ. 
 









მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44