მომავლის სკოლა

 
“მომავლის სკოლა” ბავშვის განათლებისა და აღზრდის პიროვნებად მისი ჩამოყალიბების პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს მოზარდის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და თავის მთავარ ამოცანად მოიაზრებს ამ შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
 
”მომავლის სკოლის” მიზნების წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა მხოლოდ მომავლის სკოლებისთვის შედგენილი და აპრობირებული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები ამცირებენ მასწავლებლის როლს სასწავლო პროცესში და ზრდიან მოზარდის შემოქმედებით აქტივობას. წიგნთან ბავშვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარების პროცესის შედეგიანობის  პირობას ქმნის სახელმძღვანელოს (PACE) შედგენის პრინციპი-ასათვისებელი მასალის განსაზღვრა ბავშვის ასაკობრივი ინტერესების მიხედვით და მათი მიწოდება ბავშვის ასაკის შესაბამისი ლექსიკით. 



სკოლის მიზანია განუვითაროს მოსწავლეს გეგმაზომიერი მუშაობის ჩვევა. სასწავლო პროცესში გამოყენებულია ე.წ. მიზნის ბარათი (Goal Card), რის მიხედვითაც მოსწავლე საზღვრავს სამუშაოს დღიურ მოცულობას მასწავლებლის დახმარებით.
პროგრამა ACE “School of Tomorrow” მიზანდასახულად ნერგავს პარტნიორულ ურთიერთობას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. ეს ურთიერთობა იქმნება მოსწავლის პიროვნული მოთხოვნილების მაქსიმალურად გათვალისწინებით და უვითარებს მას ზნეობრივი ფასეულობების შეგნებული პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობას.  სკოლის უპირველესი მიზანია მოსწავლის მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება.




“მომავლის სკოლაში” შემოღებულია წახალისებ ისა და კონტროლის სპეციფიკური წესი. სასწავლო ცენტრში ბავშვისთვის გამოყოფილია ინდივიდუალური სამუშაო ადგილი. ერთი უფროსი და რამდენიმე დამხმარე მასწავლებელი უზრუნველყოფს ბავშვისათვის სამუშაო პირობებისა და სასწავლო გარემოს შექმნას, თვალყურს ადევნებს სამუშაო ადგილებზე გადანაწილებული მოსწავლეების მეცადინეობას და ინდივიდუალურად ეხმარება თითოეულს. მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე პასუხისმგებელია უფროსი მასწავლებელი. წელიწადში ოთხჯერ ის ნიშნავს ინდივიდუალურ შეხვედრებს მშობლებთან და აცნობს მოსწავლის წარმატებებს.


წესების დაცვისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისად ხდება მოსწავლის წახალისება. დაწყებით კლასებში ვიყენებთ წამახალისებელ ბარათს (Merit). ყოველი თვის ბოლოს სკოლაში გამართულ ბაზრობაზე, მოსწავლეს  სწორედ ამ მერიტის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების შეძენა შეუძლია. მაღალი კლასის მოსწავლეებს ეძლევათ “პრივილეგიები”, რომელიც გულისხმობს გარკვეული დროით ჩვენს სკოლაში მასწავლებლად მუშაობას, დასვენებაზე მეტ ხანს დარჩენას, გაკვეთილიდან ადრე წასვლას, უფროსებთან  შეთანხმებით ექსკურსიის მოწყობას.












მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44