მომავლის სკოლა

 მოსწავლეთა უფლებები

  1. მოსწავლეებს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული უფლებით და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებით და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად.
  2. მოსწავლეს აქვს რწმენა აღმსარებლობისა გაცნობიერებული თავისუფლბა, რწმენის ნებაყოფლობით არჩევისა და შეცვლის უფლბისა;
  3. მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლეა;
  4. დაცლი იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობსა და შეურაცხმყოფისგან;
  5. გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურძე;
  6. აირჩიოს ან არჩეული იქნას მოსწავლეთა თვითმართველობაში;
  7. მოითხვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
  8. მიიღოს მასწავლებლისგან ინფრმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;
  9. უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკით.
  10. ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის დაცვის და ფიზიკური სრულყოფის პირობები;
  11. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით.
  12. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო სამსახურის მომსახურებით;
  13. მოითხოვოს ნებისმერი საკითხის განხილვა კლასის მშობელთა კრებაზე, თვითმმართველობაში.

მუხლი XXIX
მოსწავლეთა მოვალეობები

  • მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა სა შინაგანწესით დადებული წესები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
  • გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად;
  • მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან;
  • დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების სამართლიან მოწოდებას;
  • სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს;
  • პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს;

მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასკელად შეიძლება გამოყენებულ ქნას პედაგოგის მხრიდან:
  • სიტყვიერი შენიშვნა;
  • საყვედური (წერილობითი ფორმით);

სიტყვიერი შენიშვნა შეიძლება მიეცე:

  • სკოლის შინაგანაწესით გათვალიწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
  • 1-5 აკადემიური საათის არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში
  • 1-5 დაგვიანების გამო;
  • გაკვეთილების ჩაშლის პირველი მცდელობისთვის;
  • მასწავლებლის ან მოსწავლის სიტყვიერი შეურაცსყოფის შემთხვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას

საყვედური (წერილობითი ფორმით) შეიძლება გამოეცხადოს მოსწავლეს:

  • სიტყვიერი შენიშვნის განმეორებით მიღებისას;
  • გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დართვევისათვის;
  • უსაფრთხოების წესების უხეში დართვევისათვის;
  • ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
  • თამბაქოს ნაწარმის გამოყენების პირველივე შემთხვევაში;
  • 5-10 აკადემიური საათის არასაპატიოდგაცდენის შემთხვევაში;
  • 5-10 დაგვიანების შემთხვევაში.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ დისიპლინურ სასჯელად სკოლის დირექციისგან შეიძლება გამოყენებულ იქნას:

  • შესაბამისი მითითებები (ინსტრუქტაჟი)
  • სკოლისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება. (ეზოს, საკლასო ოთახის, ბიბლიოთეკის ან შენობის სხვა ნაწილის დასუფთავებაში მონაწილეობა შესვენებებსა და სკოლის შემდგომ პერიოდში);


მუხლი XXX
მოსწავლეს ეკრძალება

  1. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დატოვოს სკოლის ტერიტორია;
  2. მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცოფა სხვა მოსწავეს;
  3. სკოლის ქონებისა და სკოლის ინვენტარის დაზიანება;
  4. სხვადასხვა მოსწავლის ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა;
  5. ალკოჰლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
  6. სასწავლო პროცესის ჩაშლა;
  7. ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა კანონით აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება;
  8. სკოლის შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა.
  9. სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების გაკეთება;
  10. ბილწსიტყვაობა;
  11. ქურდობა;
  12. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას;
  13. წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა;
  14. სკოლისგარეშე მეგობრის სკოლის ტერიტორიაზე მოყვანა.

მუხლი XXXI
მოსწავლეთა ჩხრეკა

  1. დირექტორს და დირექტორის მოადგილეს აქვთ უფლება სკოლის ტერიტორიაზე გაჩხრიკოს მოსწავლე.
  2. იმ შემთხვევაში თუ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს რამე უკანონო, ან სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთებს;
  3. სასკოლო ექსკურსიებზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი , რომ მოსწავლე ფლობს უკანონო ნივთებს, მისი გაჩხრეკის უფლება აქვს ექსკურსიაზე პასუხისმგებელ მასწავლებელს.
  4. მოსწავლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მესამე სრულწლოვანი პირის თანდასწრებით
  5. პირი რომელიც ჩხრეკას ჩაატარებს ვალდებულია ამოღებული ნივთი, თუ ის არ არის უკანონო და არ ქმნის სხვა მოსწავლეებისათვის საფრთხეს, დაუბრუნოს მოსწავლეს დაუყოვნებლივ.
 
მუხლი XXXII
დისციპლინარული სასჯელი

  1. 1-5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა (გადაწყვეტიებას იღებს სკოლის გენერალური დირექტორი)
  2. ნულოვანი ტოლერანტობა, რომლის დროსაც მოსწავლეზე არ ვრცელდება შემამსუბუქებელი პროცედურა და ირიცხება სკოლიდან, კერძოდ:
  • მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა
  • ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოს;
  • ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მოხმარება, შენახვა და გავრცელება.
  • სკოლის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში მოსწავლის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია აუნაზღაუროსსკოლას ზარალი;
  1. გაკვეთილების შემდეგ 1 სთ-ით დატოვება საშინაო დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში ინგლისურ სექტორში
  2. მოსწავლის მიერ ქცევის წესების დარღვევის, სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში კლასის დამრიგებელმა დაუყოვნებილ უნდა ახნობოს მშობელს. მშობელი ვალდებულია, მიიღოს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.
 
წამლის მიღება სკოლაში

  • წამალი უნდა გადაეცეს სკოლის ექიმს, მშობლის წერილთან ერთად.
  • ყველა წამალი უნდა ინახებოდეს, თავის ორიგინალურ ყუთში.
  • წამლის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურებით.

მუხლი XXXIII
მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა


  1. კანონით გათვალიწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექციას ორი კვირის განმავლობაში.
  2. ადმინისტრაცია ან დისციპლინარული კომიტეტი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში;
  3. გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს დამფუძნებელთა საბჭოში გადაწყვეტილების დაცნობიდან ორი კვირის ვადაში;
  4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი ინფორმაცია (დეტალები)
  • განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
  • უფლების დართვევის არსი;
  • მოთხოვნის არსი.
 
 
 
 
 
 
 
 
 









მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44