მომავლის სკოლა



კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “მომავლის სკოლაში!"

სკოლის ადმინისტრაციული გუნდის სახელით, საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით მოსწავლეებს, მშობლებსა და სტუმრებს. თუ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ჩვენი სკოლის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +(995) (32) 2 23 31 99. 

მას შემდეგ რაც 2013 წლის ოქტომბერში ავიღე დირექტორის პასუხისმგებლობები, მაქვს სიამოვნება ვუხელმძღვანელო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გუნდს. ჩვენ, ყველანი, ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. სკოლის მიზანია არა მარტო მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების მიღწევა, არამედ მათი ძლიერი მორალური და სოციალური ხასიათის  ჩამოაყალიბება. ეს სწორედ ის მიზანია, რომელსაც ვუსახავ ყველა მოსწავლეს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ სექტორზე. 

ჩვენ საინტერესო წელი გველის. სკოლაში იგეგმება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად საჭირო ცვლილება. ამ მიზნის მიღწევა დიდ სარგებელს მოუტანს როგორც სკოლას, ასევე თითოეულ მოსწავლეს. აკრედიტაციის პროცესის არსებითი ნაწილია მოსწავლეთა და მშობელთა საბჭოების შექმნა, რასაც ჩვენც ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. შემოდგომაზე შესაძლოა მიიღოთ კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გამოთქვათ თქვენი შეხედულებები სკოლის პროგრამისა და პირობების შესახებ. თუ რომელიმე მშობელს სურვილი აქვს გახდეს მშობელთა საბჭოს წევრი,  გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე. 

ჩემი და სკოლის დამფუძნებლების სახელით კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს. მივესალმები თქვენი მხრიდან მოწოდებულ ახალ იდეებსა და შენიშვნებს.

პატივისცემით,
სკოლის დირექტორი
რაიან ჯ. არნერი 
 









მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44