მომავლის სკოლა

“მომავლის სკოლა” პირველი სკოლაა საქართველოში, სადაც შესაძლებელია ერთდროულად ორი   პროგრამის შესწავლა: ქართული და ამერიკული. თითოეული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა როგორც სრული ზოგადი განათლების ატესტატი, ასევე ამერიკული სკოლის დიპლომი.

ამერიკული პროგრამა იყენებს ინგლისური ენის საგნობრივი სწავლების ინდივიდუალურ მეთოდს, სადაც მასწავლებლის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი და მოსწავლის როლი მაქსიმალურად გაზრდილი. პროგრამა შედგენილია როგორც ნიჭიერი, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. იგი საშუალებას აძლევს ყველანაირი მონაცემისა და უნარის მქონე მოსწავლეს მიაღწიოს დასახულ მიზანს და იყოს წარმატებული.
 
სკოლა ამზადებს მოსწავლეებს SAT და TOEFL-ის ტესტებისთვის.

სკოლაში მუშაობენ კეთილგანწყობილი, მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებლები, რომლებიც ითვალისწინებენ თითოეული ბავშვის თავისებურებას და საჭიროებას.

სკოლაში მეგობრული ურთიერთობებია არა მარტო მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორისაც, თუმცა დისციპლინას დიდი ყურადღება ეთმობა.











მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44