მომავლის სკოლა

“მომავლის სკოლის” სასწავლო პროცესი ქართულ ნაწილში ეფუძნება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტანდარტით განსაზღვრულ საგნობრივ პროგრამას. სასკოლო პროცესი შედგება 3 საფეხურისგან.

დაწყებითი საფეხური (1-6 კლასები). ამ საფეხურზე მოსწავლეები სწავლობენ შემდეგ საგნებს:

ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
ინგლისური ენა
რუსული ენა (მე-3 კლასიდან)
ბუნებისმეტყველება 
მითოლოგია (მე-4 კლასი)
საქართველოს და მსოფლიო ისტორია (მე-5 კლასიდან)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
ცეკვა (ქართული ხალხური)
ჭადრაკი
სპორტი
ისტ(ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)(მე-5 კლასიდან)
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება (მე-4 კლასი)

მე-6 კლასის დასრულებისას მოსწავლეები აბარებენ გამოცდას ქართულსა და მათემატიკაში:

საბაზო საფეხური (7-9 კლასები):

ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
ინგლისური ენა
რუსული ენა 
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (მე-7 კლასი) 
ფიზიკა (მე-8 კლასიდან)
ქიმია (მე-8 კლასიდან)
ბიოლოგია (მე-8 კლასიდან)
გეოგრაფია
საქართველოს და მსოფლიო ისტორია 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
სპორტი
ისტ(ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)
სამოქალაქო განათლება (მე-9 კლასიდან)
სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება სემესტრული და წლიური გამოცდები.

საშუალო საფეხური (10-12 კლასები)

მოსწავლეები სწავლობენ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ ყველა საგანს, ემზადებიან საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის. 
     
მოსწავლეები სკოლაში სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობას, ლოგიკურ და  კრიტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გაანალიზებას. პედაგოგები უვითარებენ მოსწავლეებს პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახისა და ქვეყნის წინაშე.     
სკოლაში პერიოდულად ეწყობა საგნობრივი პრეზენტაციები და კონფერენციები სხვადასხვა თემაზე. 
        
“მომავლის სკოლის” სასწავლო პროცესის მიზანია:

  1. გამოუმუშავდეს მოსწავლეს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები (მოსმენა, წერა, კითხვა, თხრობის      კულტურა, ყურადღების მობილიზება, წესრიგის დაცვა და ა.შ.)
  2. განუვითარდეს კოგნიტური შესაძლებლობები (ფანტაზიის, წარმოსახვის, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების და ა.შ.)
  3. .ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი დამოკიდებულება თანატოლებთან, უფროსებთან, საკუთარ თავთან და გარე   სამყაროსთან. 
 










მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44