მომავლის სკოლა

   “მომავლის სკოლის” სასწავლო პროცესი ამერიკულ პროგრამაზე ეფუძნება რ. ჰოვარდის პროგრამას, რომლის მიზანია ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა-განვითარება. 
 
ამერიკული პროგრამა, რომელიც პირველი კლასიდან იწყება, ფონეტიკის ოთხთვიან კურსს მოიცავს. შემდგომ შეისწავლება ხუთი საგანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (Science), რომელშიც ინტეგრირებულია საბუნებისმეტყველო საგნები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), საზოგადოებრივი მეცნიერებები (Social Studies) –ისტორია და გეოგრაფია, ინგლისური ენის გრამატიკა,   სიტყვათაწარმოება და მათემატიკა. ქართველი ბავშვებისათვის მათემატიკის ინგლისურ ენაზე სწავლა სავალდებულო არ არის, რადგან მათემატიკის დარგში “მომავლის სკოლა” საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამას ანიჭებს უპირატესობას. 



სასწავლო მასალა დაწერილია ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. საკლასო ოთახში არიან დამხმარე მასწავლებლები (Monitors) და ერთი უფროსი  მასწავლებელი (Supervisor), რომლებიც ინდივიდუალურად ეხმარებიან თითოეულ ბავშვს მის წინაშე  წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას საწავლო პროცესში. აგრეთვე საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს აღმოაჩინოს და განავითაროს თავისი ნიჭი და უნარი. 

პროგრამას თან ახლავს სპეციალური ფორმები: მილოცვის ბარათი (Congratulations Slip), მიზნის ბარათი (Goal Card), აკადემიური მოსწრების ბარათი (Star Chart), საშინაო დავალების ბარათი (Homework Slip) და საპატიო სიგელი (Honor Roll). თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი სამუშაო მაგიდა, სადაც გაკრული აქვს საკუთარი აკადემიური  მოსწრების ბარათი. მასზე აღნიშნულია რამდენი სახელმძღვანელო გაიარა თითოეულ საგანში. ეს მოსწავლეს ახალისებს და სტიმულს აძლევს, რომ ეფექტურად იმუშაობს.  



სახელმძღვანელოები  დანომრილია და თითოეულს მოყვება თავისი ტესტი. მასში მოცემული მასალა დაყოფილია 3 ნაწილად, თითოეული ნაწილის შემდეგ ხდება მოსწავლის ცოდნის შემოწმება (Check Up). ბოლო გვერზე კი მოცემულია პირადი ტესტი (Self-Test), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა უფლება დაწეროს ტესტი და გადავიდეს შემდეგ ნომერზე.
სასწავლო მასალა თანდათანობით რთულდება და 8 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე აბარებს TOEFL ტესტს და იღებს შესაბამის სერტიფიკატს.

საშუალო სკოლაში (High School) გადასვლის შემდეგ უფროსი მასწავლებელი მოსწავლეს, მშობელთან ერთად უდგენს აკადემიურ პროექტს. ამერიკული დიპლომის მისაღებად მოსწავლემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 22 და მაქსიმუმ 30 კრედიტი. მუშავდება სავალდებულო და არჩევითი საგნების ოთხწლიანი გეგმა. 

ქართველ მოსწავლეებს კრედიტი ეძლევათ რუსულ, ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში. სკოლის მასწავლებელები ეხმარებიან მოსწავლეებს SAT ტესტის ჩაბარებასა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. 

მომავლის სკოლაში მიღებული ცოდნა (როგორც ინგლისურის, ასევე საგნობრივის) საშუალებას აძლევს მოსწავლეს სწავლა გააგრძელოს მსოფლიოს ნებისმიერ სასწავლებელში. 











მომავლის სკოლა

თქვენი შვილების წარმატება მომავლის სკოლაშია!

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: პეტრე ქავთარაძის 21, 0186, თბილისი, საქართველო

(+995) (32) 2 23 31 99
(+995) 599 19 51 44