1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კატეგორია

ამერიკული პროგრამა

 

 

რატომ მომავლის სკოლა?

 

„მომავლის სკოლას“ ინდივიდუალური, თვითსწავლებისა და თვით განვითარების  მიდგომები განასხვავებს სხვა სკოლების სწავლების მეთოდებისგან. ეგრეთწოდებული ,,PACEs,’’ სახელმძღვანელოები, რითაც  მიმდინარეობს სწავლება „მომავლის სკოლის“ ამერიკულ პროგრამაზე, მოსწავლეს აძლევს საშუალებას აითვისოს მასალა მისი ინდივიდუალური ტემპით და არა მასწავლებლის მიერ დადგენილი სტანდარტული მეთოდით. თითოეულ მოსწავლეს შეუძლია განვითარდეს   საკუთარი მონაცემების მიხედვით და არა დაწესებული თანმიმდევრობით. მაგალითად: მოსწავლეს, რომელიც ტრადიციულ სკოლის მე-5 კლასშია, “მომავლის სკოლის” ამერიკული პროგრამის მიხედვით შეუძლია გაიაროს განსხვავებული დონის სახელმძღვანელოები სხვადასხვა საგანში:  მას შეუძლია გააკეთოს  მე-4 დონის მათემატიკა, მე-5 დონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და გრამატიკასთან ერთად. თუ მოსწავლე სხვა საგნებში უფრო დაწინაურებულია, შეუძლია უფრო ნელი ტემპით გააგრძელოს მუშაობა ამ საგნებში და მეტი ყურადღება დაუთმოს მათემატიკას , რომელშიც უფრო ჩამორჩენილია.

 

ამერიკული პროგრამა, რომელიც პირველი კლასიდან იწყება, ფონეტიკის ოთხთვიან კურსს მოიცავს. ამის შემდეგ, მოსწავლე იწყებს მომდევნო საგნების შესწავლას: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ინგლისური ენის გრამატიკა, სიტყვათწარმოება ( მართლწერა) და მათემატიკა. ქართველი მოსწავლეებისთვის მათემატიკის ინგლისურ ენაზე სწავლა სავალდებულო  არ არის, რადგან ამ საგანში სკოლა პრიორიტეტს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ პროგრამას ანიჭებს.

 

სასწავლო მასალა ბავშვისთვის გასაგებ ენაზეა დაწერილი. საკლასო ოთახში არის  ერთი უფროსი  (Supervisor-დამრიგებელი) და რამდენიმე დამხმარე მასწავლებელი (Monitor), რომლებიც თითოეულ მოსწავლეს  ინდივიდუალურად ეხმარებიან მასალის ათვისებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი  ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. აგრეთვე საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს აღმოაჩინოს და განავითაროს თავისი ნიჭი და უნარი.

 

 

 

 

 

ზემოაღნიშნული პროგრამის თავისებურებების დასაძლევად, ორგანიზებულად სასწავლო პროცესის გასატარებლად და მოსწავლეების წასახალისებლად გამოიყენება სპეციალური ფორმები: მისალოცი ბარათი (Congratulations Slip), მიზნის ბარათი (Goal Card), აკადემიური მოსწრების ბარათი (Star Chart), საშინაო დავალების ბარათი (Homework Slip), საპატიო სიგელი (Honor Roll) და ა.შ. თითოეულ მოსწავლეს აქვს თავისი სამუშაო მაგიდა, სადაც გაკრული აქვს  აკადემიური  მოსწრების ბარათი. მასზე აღნიშნულია - რამდენი სახელმძღვანელო გაიარა თითოეულ საგანში. ეს მოსწავლეს ახალისებს და სტიმულს აძლევს, რათა ეფექტურად იმუშაოს.  

 

 

სახელმძღვანელოები დანომრილია და თითოეულს მოყვება თავისი ტესტი. მასში მოცემული მასალა დაყოფილია სამ ნაწილად, თითოეული ნაწილის შემდეგ მოწმდება მოსწავლის ცოდნა (Checkup). ბოლო გვერდზე კი მოცემულია პირადი ტესტი (Self-Test), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა უფლება დაწეროს ტესტი და გადავიდეს შემდეგ ნომერზე.

 

სასწავლო მასალა თანდათანობით რთულდება და 8 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე აბარებს TOEFL-ის ტესტს და იღებს შესაბამის სერტიფიკატს.

 

საშუალო სკოლაში (High School) გადასვლის შემდეგ უფროსი მასწავლებელი მოსწავლეს, მშობელთან ერთად, უდგენს აკადემიურ პროექტს. ამერიკული პროგრამის დასრულებისთვის მოსწავლემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 23 და მაქსიმუმ 30 კრედიტი. მუშავდება სავალდებულო და არჩევითი საგნების ოთხწლიანი გეგმა. 

 

სავალდებულო საგნებში შედის: ალგებრა (Algebra I, Algebra II), გეომეტრია (Geometry), ინგლისური ენის გრამატიკისა და ლიტერატურის 4 კურსი (English I, English II, English III, English IV or Literature), მსოფლიო ისტორია (World History), მსოფლიო გეოგრაფია (World Geography), ფიზიკისა და ქიმიის საფუძვლები (Physical Science) ან ქიმია (Chemistry), ბიოლოგია (Biology),  ძველი და ახალი აღთქმის საფუძვლები ან ქრისტეს ცხოვრება (Old Testament  Survey, New Testament Survey or Life of Christ), ეტიმოლოგია (Etymology), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (Computer Literacy), სპორტი (Physical Education).

არჩევითი საგნები კი მოიცავს: უცხო ენას - ესპანურს ან ფრანგულს (Spanish or French), ბიზნეს მათემატიკას, (Business Math), ზოგად ბიზნესს (General Business), ეკონომიკას (Economics), ბუღალტერიას (Accounting) ცივილიზაციის ისტორიას I, II (History of Civilization I, II), ამერიკის ისტორიას (American History), მუსიკას (Music), ჯანდაცვას (Health), ხელოვნებას (Art) და სხვა.

 

 

მომავლის სკოლაში მიღებული ცოდნა (როგორც ინგლისურის, ასევე საგნობრივის) საშუალებას აძლევს მოსწავლეს სწავლა გააგრძელოს მსოფლიოს ნებისმიერ სასწავლებელში

 

ACE პროგრამა საშუალებას აძლევს სკოლებისა და საშინაო სწავლების სხვადასხვა დონეზე მყოფ მოსწავლეებს მიიღონ განათლება სახელმძღვანელოებით (PACEs), მასწავლებელთა მინიმალური მონაწილეობით. წინა სასკოლო მზაობის პროგრამისა (Preschool) და პირველი კლასის მოსწავლეები გადიან ფონეტიკის სრულ კურსს, რომელიც საჭიროებს უფროსი მასწავლებლისა და მშობლის  დახმარებას. მეორე კლასიდან მოსწავლეს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა სახელმძღვანელოში მოცემული მითითებით. სასწავლო პროცესში უფროსი მასწავლებლებისა  და მშობლების  როლი მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

 

პროგრამის ძირითადი მაჩვენებლები

 

ამერიკული პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს პიროვნული თვისებებისა და უნარების ჩამოყალიბებაში. სწავლების სრული პაკეტი იწყება პირველივე კლასიდან და მიყვება დამამთავრებელი კლასების ჩათვლით, რაც მოსწავლეებს აძლევს მყარ საფუძველს წარმატებით განახორციელონ სამომავლო მიზნები.

 

სურვილისა და მონდომების შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო სწრაფად გაიარონ ამერიკული პროგრამა.  სწორედ  ამაში გამოიხატება აღნიშნული პროგრამის ინდივიდუალურობა და უნიკალურობა. ისინი კი, პრობლემები ექმნებათ პროგრამის დაძლევისას ყოველთვის იღებენ მასწავლებლების შესაბამის მხარდაჭერას, რათა მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

 

თითო საგნის ერთი დონე (კლასი) შედგება 12 სახელმძღვანელოსგან (PACEs). საშუალო   მოსწრების მოსწავლეები მუშაობენ ყოველდღიურად ყველა საგანში და შესაძლებელია ეს საგნები სხვადასხვა დონის იყოს. დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები ეხმარება მოსწავლეს აღმოაჩინოს აკადემიური ჩავარდნები და განსაზღვროს მათი დაძლევის გზები.  უმეტესი ნაწილი მოსწავლეებისა ყოველწლიურად 70 სახელმძღვანელოს ამთავრებს. აკადემიური ბალანსის მისაღწევად მოსწავლეებს ყველა საგანში დაახლოებით ერთი დონისა და  რაოდენობის წიგნები უნდა ჰქონდეთ გავლილი.

 

 

 

სახელმძღვანელოები (PACEs)

 

A.C.E.  პროგრამა იყენებს სტანდარტული ტიპის სახელმძღვანელოს, რომელიც დაყოფილია მცირე ზომის სამუშაო წიგნებად (PACEs). თითოეული წიგნი შეესაბამება სახელმძღვანელოს კონკრეტულ თავს. ყოველი საგანი თითო სასწავლო დონეზე/კლასში მოიცავს 12 სახელმძღვანელოს (PACE), რომლებშიც სასწავლო მასალასთან ერთად ინტეგრირებულია უნარებისა და თვისებების განმავითარებელი გაკვეთილები.  აქტივობები შემუშავებულია იმგვარად, რომ ისინი ეხმარება მოსწავლეს განავითაროს აზროვნების უნარები და ხელი შეუწყოს მასალის ადვილად დაუფლებას.

 

მოსწავლეები სახელმძღვანელოზე მუშაობას იწყებენ სასწავლო მიზნების შემუშავებით და დღის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვით, რისთვისაც გამოიყენებენ ეგრეთწოდებულ მიზნების ბარათს (goal card); თითოეული სახელმძღვანელოს (PACE) დასაწყისში მოსწავლე წინასწარ ეცნობა ასათვისებელ მასალას და  იცის, თუ რა ცოდნას შეიძენს მისი დასრულების შემდგომ.

 

პროგრამაში უცხო ლექსიკას თან ახლავს შესაბამისი განმარტებები და ეს სიტყვები მოსწავლეს მრავალჯერ ხვდება ტექსტში, რაც გულისხმობს მოსწავლისთვის ზემოხსენებული უცხო სიტყვების ადვილად გაგებასა და დამახსოვრებას.

 

განმარტებები და ილუსტრაციები თითოეულ გაკვეთილს ხდის ინოვაციურს, საინტერესოს და ხელს უწყობს ტექსტის შინაარსის განმტკიცებას.

 

ყოველი სახელმძღვანელო მოიცავს რამდენიმე „Checkups-ს (ნასწავლი მასალის შემოწმება), რომელიც შედგება სხვადასხვა სავარჯიშოსგან. თუ განვლილი მასალა მოსწავლის მიერ არასაფუძვლიანად არის ათვისებული, აღნიშნული „Checkup”-ი გამოავლენს ამას.  მსგავს შემთხვევაში მოსწავლე ხელახლა სწავლობს განვლილ მასალას, იმისათვის რომ არსებული „Checkups“-ი დაუბრკოლებლად გადალახოს და გადავიდეს ახალ მასალაზე.

 

ზემოხსენებული შემოწმებისა და დარჩენილი სავარჯიშოების დასრულების შემდეგ, მოსწავლე ემზადება თვითშეფასებისთვის (Self Test). აღნიშნული ტესტირებით ხდება მოსწავლის მიერ თვითშეფასება და უფროსი მასწავლებელი (Supervisor) განსაზღვრავს თუ რამდენად მზადაა მოსწავლე საბოლოო ტესტისთვის. მას შემდეგ რაც, თვითშეფასების ტესტი (Self Test) წარმატებითაა შესრულებული, მომდევნო სასწავლო დღეს, მოსწავლე წერს საბოლოო ტესტს. ზემოხსენებული ტესტირების სისტემა ობიექტურად განსაზღვრავს მოსწავლის მხრიდან არსებული მასალის ცოდნის დონეს.\

 

1970 წლიდან, A.C.E. პროგრამამ და მის მიერ გამოყენებული სახელმძღვანელოების (PACEs) სისტემამ დაამტკიცა, რომ ის წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს მიზნების დასახვისა და აკადემიური წარმატების მისაღწევად.

 

 

კლასის დონის განმსაზღვრელი ტესტი

 

მოსწავლეები (გარდა პირველი კლასელებისა), რომლებიც სწავლობენ A.C.E. პროგრამით, შემდგომში შესაფერის კლასში სწავლის დასაწყებად, თავდაპირველად წერენ დიაგნოსტიკურ ტესტს,  რომელიც განსაზღვრავს მათი ცოდნისა და კლასის დონეს. დიაგნოსტიკური ტესტი ეხმარება მოსწავლეს სწორად შეფასდეს მისი ცოდნის დონე და შემდგომში სახელმძღვანელოების  საშუალებით ხელი შეუწყოს მისი ცოდნის გაღრმავებას.

 

 

ამერიკული პროგრამა

ონლაინ რეგისტრაცია