1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კატეგორია

მიზნები

„მომავლის სკოლა“ მოსწავლეებს პირდება სახალისო და მეთოდური სწავლების გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას, რაც მათ დაეხმარებათ აკადემიური   და ცხოვრებისეული უნარების, ცოდნის, მოტივაციისა და პიროვნული თვისებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, რათა შემდგომ შეძლონ ცვლილებების განხორციელება და თავიანთი წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში. ამავე დროს ჩვენი პროგრამის მეშვეობით შეძენილი უნარ-ჩვევები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს სკოლაში ყოველდღიური სწავლისა და სწავლების პროცესში. იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესში თანასწორობასა და სრულყოფილებას მივაღწიოთ, უნდა შევქმნათ სისტემა მოსწავლეთა ყოველგვარი გადარჩევის, თვალთვალის ან მათი რაიმე ნიშნით გამორჩევის გარეშე. მეთოდები, რომლებსაც ამერიკული პროგრამა იყენებს ეხმარება მოსწავლეს ჩამოყალიბდეს თავისუფალ პიროვნებად, იყოს მორალურად პასუხისმგებელი, და სრულფასოვანი ინდივიდი მაღალი დონის სოციალური კომპეტენციებით.

 

“მომავლის სკოლაში” შეძენილი უნარ-ჩვევები არის გარკვეული ქცევები და წესები, რაც წარმოადგენს სტრუქტურულ სახელმძღვანელოს ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გასავითარებლად. მათ ჩვენ ვიყენებთ, როგორც ძირითად საყრდენს სწავლა-სწავლების პროცესში, რაც  გადამდები, ინტერდისციპლინარული  და მუდმივია. ჩვენი საგანმანათლებლო მეთოდები და პრაქტიკა ეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში  გამოიყენონ. თავად პროგრამა და მისი ინდივიდუალური მიდგომა ქმნის ისეთ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ადვილად გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სამუშაოს და მოერგონ  მიზნის მისაღწევ პროცესებს. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ასევე დავეხმაროთ მოსწავლეებს ნდობის მოპოვებასა და მიზნის მიღწევაში, დაამყარონ სხვა მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა და დაეხმარონ ერთმანეთს მიზნების მიღწევაში.

 

„მომავლის სკოლის“ ამერიკული პროგრამა გვეხმარება, მოსწავლეთა იდენტიფიცირებასა და მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. ინგლისური ენის სახელმძღვანელოები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი სკოლებისათვის, წარმოადგენს სასკოლო მიზნების წარმატებით შესრულების წინაპირობას. აღნიშნული სახემძღვანელოები - PACE-ები ამცირებს სასწავლო პროცესში მასწავლებლის როლს, რაც ხელს უწყობს მოსწავლის შემოქმედებითობისა და აზროვნების თავისუფლების ზრდას.

 

ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მოსწავლეები ახალი გამოწვევებისთვის, რათა შეძლონ ცვლილებების აღქმა და ადაპტაცია, რათა მარტივად შეძლონ მოულოდნელ გარემოებებსა და წინააღმდეგობებთან გამკლავება. ამერიკული პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე,  ვაძლევთ რა მოსწავლეებს საკუთარი მიზნებისა და დღის რეჟიმის  არჩევის თავისუფლებას, ვცდილობთ დავეხმაროთ მათ იყვნენ უფრო ინოვაციურები, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენონ ლოგიკა, შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება, დასახონ ამოცანები, იყვნენ კონცენტრირებულნი, შეძლონ დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, დროისა და   საკუთარი შესაძლებლობების მართვა. 

მიზნები

ონლაინ რეგისტრაცია