1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

დაქვეითებული ამბიციები და წარსულის დანაშაული

ბლოგი

12-06-2018 04:24

ნახვა: 4320

გაზიარება:

კვლევებმა ცხადყო რომ ლიდერი პოლიტიკოსი ქალების არსებობა ხელს უწყობს მოზარდი გოგონების აქტიურობის ზრდასა და პოლიტიკური ინტერესების გაღვივებას. 

სტატისტიკურად საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილების სიმცირის შემთხვევაში, მამაკაცს სასურველ სამუშაო პოზიციაზე მოხვედრის მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ქალს. საზოგადოებაში იმდენად გამჯდარია წარმოდგენა მასკულინური წარმატების ფორმულის შესახებ, რომ ქალის მიმართ ნდობა გაუცნობიერებლად მცირდება. სტერეოტიპულმა ცნობიერებამ და ისტორიულად დამკვიდრებულმა, პრივილეგირებული მამაკაცის კულტმა ქალები დიდი გენდერული დისბალანსის მსხვერპლი გახადა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. პოლიტიკური შოუებისთვის თუ გიყურებიათ, არჩევნებზე სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად თუ მისულხართ, ან ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის თუ მოგიკრავთ თვალი, აუცილებლად შეამჩნევდით მამაკაცთა უჩვეულო სიმრავლეს, ანუ ქალთა მნიშნელოვან სიმცირეს. ექსპერტები, მინისტრები, პარლამენტარები, “პოლიტიკოსები”, ქირურგები, ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები, დირექტორები და დანარჩენი სუპერგმირები, უმეტესად პრივილეგირებული მამაკაცები არიან. ხელოვნურად შექმნილი წარმოდგენა-ჩვეულებების შედეგად, ახალგაზრდა გოგონებში პოლიტიკური კარიერა და სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული პროფესიები კვლავ არაპოპულარულია. პროფესიასთან დაკავშირებით გენდერული ნიშნით სეგრეგაცია და საქმიანობის ანატომიურ სქესთან “შესაბამისობაში” მოყვანა პირდაპირ კავშირშია დაქვეითებულ ამბიციებთან. რამ განაპირობა ამბიციების გენდერული მითვისება? რის ხარჯზე დაწინაურდნენ მამაკაცები და რატომ არიან ისინი უფრო მეტად დარწმუნებული საკუთარ თავში და დაკისრებულ პასუხისმგებლობებში? რატომ არის პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღება მამაკაცების პრეროგატივა? საიდან იწყება ქალთა ქვეცნობიერად უფრო დაბალი საფეხურისთვის მიკუთვნება?

 

დღეს თანამედროვე მსოფლიოში ქალების ხმა იმაზე მკაფიოდ ისმის, ვიდრე ოდესმე, წამყვანი უნივერსიტეტების რიგები კი ისეთი სისწრაფით ივსება გოგონებით, როგორც არასდროს. ბრიტანული გამოცემა „The Guardian“ იუწყება, რომ 2017 წლის შემოდგომის სემესტრი 30 ათასით მეტმა ქალმა ისწავლა ვიდრე კაცმა, რაც მათი რაოდენობრივი განსხვავების რეკორდული მაჩვენებელია. თანამედროვე სამყაროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს გენდერული რევოლუცია შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ქალებმა საკუთარ უფლებებზე ლაპარაკი და ტრადიციული შეზღუდვების წინააღდეგ ბრძოლა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული დასავლეთი დიდი გენდერული გარდატეხის მომსწრეა, საქართველოში ქალის ტრადიციული როლის გადაფასების და ქვეცნობიერი ცვლილებების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ქართველი ქალი, მისი ურთიერთობები, უფლებები და სოციალური როლი კვლავ ტრადიციული, ფეოდალურ-პატრიარქალური წარმოდგენებით, „საზოგადოებრივი კონსესუსის“ შედეგად წყდება.

 

გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა თავდაჯერებულობა, რომლის ნაკლებობაც გენდერული ამბიციის დეფიციტის ერთერთი გამომწვევი მიზეზია. ქალის და მამაკაცის ამბიციების შეუსაბამობა სკოლის ასაკიდანვე ცხადი ხდება: ახალგაზრდებს საკუთარ უნარებზე ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მათი ჩამოყალიბების პროცესში კი სქესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული, გამბედავი და მეტად კომპეტენტური მოსწავლეების უმრავლესობა ბიჭები არიან; თავშეკავებული, მორცხვი მოსწავლეების სრული უმრავლესობა კი - გოგონები. მოსწავლე ბიჭებს უმეტესად მაღალი თვითშეფასება აქვთ, მაშინ, როდესაც გოგონები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ საკუთარ მონაცემებს და მეტად კრიტიკულები არიან საკუთარი უნარების შეფასებისას. მაგალითად, ბრაზილიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლოგოპედიური დეპარტამენტის, 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლებისას გოგონები უფრო მეტად ღელავენ, ვიდრე ბიჭები; კვლევაში 2000ზე მეტმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას საჯარო გამოსვლების ფობია აქვს. ქალები უფრო მარტივად ექცევიან ნეგატიური შეფასების გავლენის ქვეშ, კარგავენ კონკურენციის უნარს და ნაკლებად ამბიციურები ხდებიან.

 

ჩვენს სოციუმში ქალს დაბადებიდან თან დაჰყვება „ინსტრუქცია“, რომლითაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა იხელმძღვანელოს. ინსტრუქცია საზოგადოებაზე გაბატონებული, ღრმად გამჯდარი სტიგმების ერთიანობაა და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თითოეული ინდივიდის ქვეცნობიერის ჩამოყალიბებაში. ქალს გენდერული „ინსტრუქციების“ შესრულების ვალდებულება ღრმა ბავშვობიდან ეკისრება, რაც თავისუფლად თვითგამოხატვის ნაკლებობის გამო მის შესაძლებლობებს ზღუდავს, შინაგან სამყაროს კი თრგუნავს. „ინსტრუქცია“, ანუ იდეალური ქალის შაბლონი, მიზნად ერთნაირი ფიგურების გამოძერწვას ისახავს, ნორმების დაცვით და დაკონსერვებული შესაძლებლობებით. წესებიდან გადახვევის შემთხვევაში ჯარიმა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ანუ სტიგმატიზაციის ტოლფასია. რაც უფრო ნაკლებად გავს ქალი სტანდარტულ შაბლონს, მით უფრო ეშინია საზოგადოებას მისი პოტენციური შესაძლებლობების, რომლებმაც იგი განსხვავებული გახადა. სტიგმა მონათმფლობელური წყობილებისას შექმნილი სიტყვაა და მონის სხეულზე დასმულ დამღას ნიშნავს, შედარებაც ნათელია: ქალი მაშინ ისჯება სტიგმით, როდესაც საზოგადოების წინააღმდეგ მიდის, ანუ როდესაც ინსტრუქციებს არ ემონება და შაბლონის ფორმას ისე ვერ ერგება, როგორც სხვები.

 

თუ ოდესმე მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებული ქალის შავ-თეთრი ფოტო გინახავთ პირში სიგარეტით და შარვლის ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ეს საიდუმლოებით მოცული პოეტი ელენე ბაქრაძეა, რომელიც საკუთარ შემოქმედებას პაოლო იაშვილის სახელით ნიღბავდა. ელენე დარიანის ეროტიული პოეზია “დარიანული ციკლის” 14 ლექსადაა გამოცემული და მათ საზოგადოება პაოლო იაშვილის შემოქმედებად იცნობს. საზოგადეობას ეშინია გასნხავებული ქალების და მათი შესაძლებლობების, სწორედ ამიტომ მოიცვა ეს ისტორია ბურუსმა. სწორედ ამიტომ გაქრა თვალსაწიერიდან ელენე ბაქრაძის არსებობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი შემოქმედება.

 

“FOR MOST OF HISTORY, ANONYMOUS WAS A WOMAN” Virginia Woolf

 

გამოცდილება უდიდეს როლს თამაშობს ახალგაზრდების ცნობიერებასა და თავდაჯერებულობის ზრდაში. წარსული გამოცდილებაა, რომელიც ყოველთვის ბოჭავდა ქალების თვითგამოხატვის უნარს, შესაძლებლობებს და სიძლიერეს. წარსულმა უამრავი წარმატებული მამაკაცი და ანონიმურობას ამოფარებული ქალი შექმნა. ქართველ ქალებს ნაკლებად ეძლეოდათ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენის შესაძლებლობა. ჩვენი კულტურა და წარსული მასკულინურია, ამიტომ მემატიანეთა და ისტორიკოსთა ყურადღება უმეტესად მამაკაცებზე იყო კონცენტრირებული. ამ მიზეზით, ისტორიამ ძალიან მწირი ინფორმაცია შემოგვინახა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელ ქალებზე. წარსულმა არ მოგვცა იმის ფუფუნება, რომ გაგვეცნო მებრძოლი, აქტიური და არაორდინარული ქართველი ქალები, რომლებიც დღევანდელ თაობაზე დიდ გავლენას მოახდენდნენ, შექმნიდნენ სასარგებლო გამოცდილებას და ქალებს თავდაჯერებულობას შემატებდნენ. დავიწყებული ქალებს კი გამოცდილების გაზიარების საშუალება არ ეძლევათ და ახალგაზრდებს, საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, მაგალითს ვერ აძლევენ.

 

არსებობს ტესტი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლევებისთვის იყენებენ და შედეგები ხშირად ძალიან უცნაურია.ტესტის თანახმად მამა-შვილი ავარიაში მოყვა, მამა ადგილზე გარდაიცვალა, შვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქირურგმა, რომელსაც ბიჭისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ დაშავებული მისი შვილი იყო. ტესტის მთავარი არსი ექიმის ვინაობის გამოცნობაა. გამოიყენეთ ორი წუთი დასაფიქრებლად. მიუხედავად ტესტის სიმარტივისა, გამოკითხული მოსწავლეების მხოლოდ 14 პროცენტი პასუხობს სწორად. გამოკითხული ახალგაზრდების 86 პროცენტი, ვერ უშვებს რომ ქირურგი რომელმაც საკუთარი შვილის ოპერაციაზე უარი განაცხადა, ქალია. თუ თქვენი აზრით, ექიმი დაზარალებულის დედაა, გილოცავთ! თქვენი პასუხი სწორია. გამოცანა საზოგადოების არასერიოზულ დამოკიდებულებას ცხადყოფს პროფესიონალი ქალების მიმართ და გვაჩვენებს კარგად დამკვიდრებული სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც პროფესიები გენდერულად სეგრეგირებულია. ტრადიციული წარმოდგენის მიხედვით, პროფესია ორნაირია: ქალისათვის შესაფერისი და შეუსაბამო. პოლიტიკა დასაბამიდან მამაკაცის კომპეტენციის სფეროდ იყო მიჩნეული, პოლიტიკური ამბიციები და აქტიური სამოქალაქო ჩართულობა კი ქალის პრეროგატივა არასოდეს ყოფილა. პოლიტიკა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სიძლიერესთან და მტკიცე ხასიათთან ასოცირდება. პოლიტიკოსი ყოველთვის მზად უნდა იყოს გამომწვევებისათვის, ბრძოლისათვის და აგრესიული შეტევებისთვის. ინსტრუქციის მიხედვით, ქალი „სათუთი და ზედმეტად წმინდაა“ ჭუჭყიან პოლიტიკაში თავის გასასვრელად. სწორედ ამიტომ, საზოგადოება ნაკლებად ელის წარმატებულ პოლიტიკოს ქალებს და უხილავ იდეოლოგიურ ბარიერს უქმნის მოტივირებულ, პოლიტიკურად აქტიურ გოგონებს. კვლევითი ინსტიტუტის WPI (Women & Politics Institute), 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ინტერესის მქონე, აქტიურად ჩართული გოგონების რაოდენობა პოლიტიკოსი ქალების რაოდენობასთან თანაფარდობაშია. ბუნებრივია, ქალის პოლიტიკური ინტერესი და სურვილი მეტ რისკთან და თავგანწირვასთან ასოცირდება იმ საზოგადოებაში, სადაც „კანონზომიერების“ მიხედვით, ყველა წარმატებული პოლიტიკოსი მამაკაცია. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთვის ქალსა და მამაკაცს ერთნაირი ფაქტორების გაზიარება უწევთ, განსხვავებულია წარსული გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც ისინი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან.

 

ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, გენდერული რევოლუცია შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ქალებმა საკუთარ უფლებებზე ლაპარაკი და ტრადიციული შეზღუდვების წინააღდეგ ბრძოლა დაიწყეს... იმედია დასავლური, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს, მალე საქართველოც შეუერთდება.

 

ავტორი: თათუშა არველაძე

Whoops, looks like something went wrong.

1/1 ErrorException in Filesystem.php line 111: file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space

  1. in Filesystem.php line 111
  2. at HandleExceptions->handleError('2', 'file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space', '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/vendor/laravel/framework/src/Illuminate/Filesystem/Filesystem.php', '111', array('path' => '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/741810e3be9749718c630696a31cdaa7bbcfa613', 'contents' => 'a:4:{s:6:"_token";s:40:"UuLOopupRG5YU64HC3gIKxCq1sa7CuRix1tMrLBI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/11";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875064;s:1:"c";i:1534875064;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', 'lock' => true))
  3. at file_put_contents('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/741810e3be9749718c630696a31cdaa7bbcfa613', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"UuLOopupRG5YU64HC3gIKxCq1sa7CuRix1tMrLBI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/11";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875064;s:1:"c";i:1534875064;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', '2') in Filesystem.php line 111
  4. at Filesystem->put('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/741810e3be9749718c630696a31cdaa7bbcfa613', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"UuLOopupRG5YU64HC3gIKxCq1sa7CuRix1tMrLBI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/11";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875064;s:1:"c";i:1534875064;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', true) in FileSessionHandler.php line 83
  5. at FileSessionHandler->write('741810e3be9749718c630696a31cdaa7bbcfa613', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"UuLOopupRG5YU64HC3gIKxCq1sa7CuRix1tMrLBI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/11";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875064;s:1:"c";i:1534875064;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}') in Store.php line 262
  6. at Store->save() in StartSession.php line 88
  7. at StartSession->terminate(object(Request), object(Response)) in Kernel.php line 155
  8. at Kernel->terminate(object(Request), object(Response)) in index.php line 62