1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

“უნდა იყვნენ თუ არა ქალები შიშვლები, იმისთვის რომ მუზეუმში მოხვდნენ?”

ბლოგი

13-06-2018 03:56

ნახვა: 1182

გაზიარება:

ქალს ყოველთვის ვიღაც ახლავს თან, მაშინაც კი საკუთარი თავი ახლავს თან როცა მარტოა, უბრალოდ ოთახში მოძრაობს ან წიგნს კითხულობს. წარმოიდგენს ქალი საკუთარ თავს და იმ სურათს, თუ როგორ მოძრაობს ოთახში ან როგორ კითხულობს წიგნს. პატარა ასაკიდან ასწავლეს, რომ საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინოს- მან ყურადღება უნდა მიაქციოს რას იტყვის და რას გააკეთებს- როგორ გაიგებენ ამას სხვები და როგორ აღიქმება მისი საქციელი მამაკაცის თვალში. ამ ყველაფერს კი მისი ცხოვრების წარმატების განსაზღვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ქალების სხეულის მზერის ობიექტად ქცევასაც ჰქონდა თავისი გავლენა მათზე, ქალებმა საკუთარი თავისთვის გვერდიდან ცქერა დაიწყეს. ეს შეგრძნება უნივერსალური არ არის, მაგრამ ნაცნობია ბევრი ქალისთვის. ეს შეიძლება მაშინ გიგრძვნიათ, როდესაც პირველად მოგაძახეს მოძრავი მანქანიდან ან მაშინ, როცა პირველად იგრძენი მეტროში დაჟინებული მზერა - შეიძლება, ეს უბრალოდ ნორმაა. ნორმალურია, რომ ერთი ნაბიჯით უკან იხევ. თითქოს, ამ ყველაფერს ვერ უძლებ, ნებდები და აღარასოდეს ხარ შენი თავი. ხარ ისეთი, როგორადაც სხვები აღგიქვამენ. როგორც ყოველდღიურობაში, ისე ხელოვნებაში ქალი მუდმივად კაცის მზერის ობიექტია. სწორედ ამ ძლიერი სქესის დაჟინებულმა ინტერესმა გამოიწვია ქალების ტილოებში - ობიექტებად ასე ხშირად და ნამუშევრების გვერდით- ავტორებად ასე იშვიათად გამოჩენა. სწორედ ამ დისკრიმინაციას ებრძვის ფემინისტი აქტივისტების ჯგუფი ნიუ-იორკიდან. "გერილა გირლს"(Guerilla Girls) 1984 წელს ჩატარებული მსოფლიო ხელოვნების და სკულპტურის გამოფენის საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ამ გამოფენაში 169 არტისტი იღებდა მონაწილეობას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს სამოცდაათიანი წლების ექსპერიმენტალური ამერიკული ხელოვნების ჩამოყალიბებაში, ისინი 169 არტისტიდან 10%-ზე ნაკლებს წარმოადგენდნენ. ოთხმოციანი წლების ეკონომიკური ბუმის მანძილზე, ნამუშევრების ფასი საკმაოდ გაიზარდა, მაგრამ ქალი არტისტების რაოდენობა მუზეუმებში, პირიქით, საგრძნობლად შემცირდა.

 

1984 წლის შემდეგ, "გერილა გირლს" გენდერული და რასისტული დისკრიმინაციის გამოაშკარავებაზე მუშაობს ხელოვნების სამყაროში და უფრო ფართო კულტურულ არენაზე. ჯგუფის წევრები ხალხში თავიანთ იდენტობას "გორილას ნიღბების" მეშვეობით იცავენ და საკუთარ თავებს ისტორიაში ცნობილი ქალების ფსევდონიმებით მოიხსენიებენ. მაგალითად : წევრებში შეხვდებით გერტრუდ სტეინს და ფრიდა კალოს. გოგონებმა ვიზუალურ ენად- პლაკატური რეკლამა აირჩიეს, რომ მათი მესიჯები მარტივად და სწრაფად გასაგები ყოფილიყო. 1985 წელს კი აფიშების კამპანია დაიწყეს, სადაც ისინი მუზეუმებს, დილერებს, კურატორებს, კრიტიკოსებს და არტისტებს მიმართავდნენ. გოგონები თვლიდნენ, რომ ამ ადამიანებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ქალების "მეინსტრიმ" ხელოვნების სამყაროდან განდევნაში.

 

მათ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პერმანენტული კოლექციის გამოკვლევა გადაწვიტეს. გოგონებმა მუზეუმის მე-19 და მე-20 საუკუნის გალერეებში განთავსებული ნამუშევრები დაითვალეს და დაალაგეს გენდერულად არტისტისა და შიშველი სიუჟეტის მიხედვით. შედეგი კი მათი ყველაზე ცნობილი, მყვირალა ფერებში გადაწყვეტილი აფიშაა, რომელიც 1984 წელს გამოჩნდა ნიუ-იორკის ქუჩებში : “ უნდა იყვნენ თუ არა ქალები შიშვლები, რომ მოხვდნენ მეტ მუზეუმში?” კომპოზიციის მთავარი ფიგურა ჟან-ავგუსტ-დომინიკ ინგრის (1780-1867) ნამუშევარი “დიდი ოდალისკი”-დან არის აღებული და მას სახე გორილას ნიღბით აქვს დაფარული. ფიგურის გვერდით ფაქტებია დატანილი: “თანამედროვე ხელოვნების სექციაში არტისტების მხოლოდ 5% -ზე ნაკლებია ქალი, მაგრამ 85% შიშველი ქალის ფიგურებია.” თავდაპირველად, ეს აფიშა საზოგადო ხელოვნების ფონდის მიერ იყო შეკვეთილი, მაგრამ საბოლოო შედეგის ნახვის შემდეგ ფონდმა უარყო აფიშა და თქვა, რომ მისი მესიჯი საკმარისად გასაგები არ იყო. "გერილა გირლსმა" საპასუხოდ ნიუ-იორკის ავტობუსების სარეკლამო სერვისი დაიქირავა და ასე აგრძელებდა თანამედროვე ოდალესკი სხვადასხვა ავენიუებზე ხეტიალს, მანამ სანამ ავტობუსების კომპანიამ კონტრაქტი სურათის ვულგარულობის გამო არ გააუქმა.

 

აფიშაში გაზვიადებულია ქალის როლი ხელოვნების სამყაროში, ძალიან ცნობილი ნამუშევრის მისაკუთრებით და გამოყენებული ფერებით. ინგრის ოდალისკი დასავლურ ხელოვნებაში ქალის სიშიშვლის დიდ ისტორიაზე მიგვანიშნებს, რომელშიც უდაოდ კაცის პერსპექტივა ანუ “კაცის დაჟინებული ხედვაა” გაბატონებული. ჯონ ბერჟერი - ჩემი საყვარელი ხელოვნებათმცოდნე- ამ ისტორიაზე და მის გავლენაზე საუბრისას ამბობს, რომ ევროპული ზეთის ნამუშევრების ერთ-ერთ კატეგორიაში ქალები ნამდვილად იყვნენ წამყვანი ობიექტები. ეს კატეგორია ნამდვილად ყველაზე აქტუალური თემა გახდა და სახელად "ნუდი" დაერქვა.

 

ჩვეულ ევროპულ ნამუშევრებში მთავარი პროტაგონისტი არასოდესაა დახატული. ის ყოველთვის ნამუშევრის მიღმა დგას და ძირითად შემთხვევაში მამაკაცია. მამაკაცის მზერა აქტიურია, როდესაც შიშველი ქალი ხშირად პასიურ პოზაშია და მნახველისკენ გაუბედავი, მორჩილი მზერით იყურება. თითქოს ნებას გვრთავს, მისი ვიზუალი და სხეული ისე შევაფასოთ, როგორც მოგვესურვება. “ყურების ხელოვნება” ხომ მეტ ძალაუფლებას სწორედ მას ანიჭებს, ვინც მაყურებელია და არა ყურების ობიექტი. სწორედ ამიტომ "გერილა გირლსმა" მკაცრი პროტესტის ნიშნად, ფიგურას სახეზე აგრესიული გორილის ნიღაბი ჩამოაფარა. ამ ჟესტით ისინი უფლებას არ აძლევენ შიშველ ფიგურას, რომ დამთვარიელებელს მორჩილად დაუხაროს თავი. "ოდალისკი" არ არის უმოქმედო, მას უჭირავს მარაო, რომელიც ნახატის ორიგინალი ვერსიიდან განსხვავდება და ტარზე ტომარის მსგავსი ფორმა აქვს, რომელიც ასევე ჰგავს ერექციას - აქტიურად დაკრეჭილი კბილებით და აგრესიულად ჩაჭიდებული ხელით. შიშველი ფიგურის გამოყენება, "გერილა გირლსისთვის" ერთადერთი საშუალება გახდა დაენახებინა ხალხისათვის, თუ რა იყო ამ ამბის მთავარი პრობლემა და ამავდროულად შეეთავაზებინა ალტერნატივასაც. ისინი აზვიადებენ სექსუალურობას შიშველ სხეულთან მიმართებაში, მაგრამ თან სექსუალურობას კონტროლის ქვეშ ისე აქცევენ, რომ მთლიანად არ უარჰყონ ის. აფიშაში გამოყენებულია “ქალური” ფერები: ვარდისფერი და ყვითელი, მაგრამ ძალიან ჭყეტელა ტონალობაში და არა ტრადიციულად ჩამქრალი, რომლებიც ძირითადად შიშველი ქალების პორტრეტებთან ასოცირდება. მაგალითად, სიტყვა “გოგო”, ჭყეტელა ყვითელ ფონზე და ვარდისფერი ტექსტით გორილას თავთან, უსიამოვნო კონტრასტს ქმნის და სწორედ იმ მესიჯებს აღვიძებს გონებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

„გერილა გირლსი“ იცავს ანონიმურობას და ირონიული, გამაოგნებელი ვიზუალებით აგრძელებს სტატისტიკური ფაქტების გამოქვეყნებას. მიზნად კი სექსიზმის, რასიზმის და კორუფციის გამოაშკარავებას ისახავს როგორც პოლიტიკაში, ასევე ხელოვნებაში, კინოში და პოპ კულტურაში. მანამ სანამ მამაკაცი პოლიტიკოსები ქალების რეპროდუქციული არჩევნის თავისუფლებას აკონტროლებენ და სანამ ქალები ათასნაირი დიეტის ხარჯზე ცდილობენ ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილ ფიგურებს დაემსგავსონ, ნათელი ხდება, რომ თანასწორობის ფემინისტური მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია. რაც შემეხება მე, ვფიქრობ იყო შიშველი ნიშნავს იყო საკუთარი თავი, მაგრამ იყო შიშველი ხელოვნების კონტექსტში არის სიშიშვლე იმ მიზნით, რომ შემოგხედონ. შიშველი სხეული მზერის ობიექტი უნდა გახდეს რომ “ნუდის” მაგალითად მივიჩნიოთ. ნახატები და პორტრეტები, რომელზეც შიშველი ქალები არიან გამოსახულნი, ძირითად შემთხვევაში კაცი მაყურებლის სექსუალური წყურვილის დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. ისინი იქ არიან, არა საკუთარი თავებისათვის, არამედ იმისთვის, რომ მათ შეხედონ. ხოლო როდესაც კაცის შიშველი ფიგურაა ნახატზე გამოსახული, ის ძირითად შემთხვევაში ან რომეოა ან რომელიმე სასიყვარული ისტორიის გმირი, შესაბამისად პიროვნებაც აქვს და მნახველზე ძალაუფლებაც. ევროპულ მხატვრობაში არსებობს დიდი შეუსაბამობა: ერთის მხრივ მხატვრის, მნახველის და მეპატრონის ინდივიდუალიზმი და მეორეს მხრივ ქალი, რომელსაც ექცევიან როგორც უსულო ობიექტს. სამწუხაროდ, ეს უთანასწორობა ჩვენს კულტურაშიც კარგადაა ჩაბეჭდილი და იმ ქალების აზრებშიც, რომლებიც საკუთარ თავებს ისე ექცევიან როგორც კაცები მათ- ანუ საკუთარ თავებს მზერის ობიექტებად აქცევენ.

 

ავტორი: მარიამ კვაშილავა

Whoops, looks like something went wrong.

1/1 ErrorException in Filesystem.php line 111: file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space

  1. in Filesystem.php line 111
  2. at HandleExceptions->handleError('2', 'file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space', '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/vendor/laravel/framework/src/Illuminate/Filesystem/Filesystem.php', '111', array('path' => '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/d8927dec7178b372d6fa49db1cde0369b50829ae', 'contents' => 'a:4:{s:6:"_token";s:40:"MR8sKWrYaoZifgQQ6nh47QLXXR2izsN0s4aXyHRW";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/13";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875062;s:1:"c";i:1534875062;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', 'lock' => true))
  3. at file_put_contents('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/d8927dec7178b372d6fa49db1cde0369b50829ae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"MR8sKWrYaoZifgQQ6nh47QLXXR2izsN0s4aXyHRW";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/13";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875062;s:1:"c";i:1534875062;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', '2') in Filesystem.php line 111
  4. at Filesystem->put('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/d8927dec7178b372d6fa49db1cde0369b50829ae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"MR8sKWrYaoZifgQQ6nh47QLXXR2izsN0s4aXyHRW";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/13";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875062;s:1:"c";i:1534875062;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', true) in FileSessionHandler.php line 83
  5. at FileSessionHandler->write('d8927dec7178b372d6fa49db1cde0369b50829ae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"MR8sKWrYaoZifgQQ6nh47QLXXR2izsN0s4aXyHRW";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/13";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875062;s:1:"c";i:1534875062;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}') in Store.php line 262
  6. at Store->save() in StartSession.php line 88
  7. at StartSession->terminate(object(Request), object(Response)) in Kernel.php line 155
  8. at Kernel->terminate(object(Request), object(Response)) in index.php line 62