1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

განათლება და სიკეთე

ბლოგი

13-06-2018 04:02

ნახვა: 149

გაზიარება:

“In my younger and more vulnerable years, my father gave me some advice that I’ve been turning over in my mind ever since.”

 

“Whenever you feel like criticizing anyone,” he told me, “just remember that all the people in this world haven’t had the advantages that you’ve had.”  - F. Scott Fitzgerald, The Great Gatsby

 

რელიგიაზე საუბარი რთულია. დაახლოებით 4 საათია მხოლოდ ამ წინადადებისაგან შედგება ჩემი ესსე. რატომაა რელიგიაზე საუბარი რთული? იმიტომ რომ რელიგია არის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და პირადული საკითხი ნებისმიერი ადამიანისათვის. რატომ არის რელიგია ინტიმური და პირადული საკითხი? იმიტომ რომ ადამიანის რელიგიური მსოფხედველობა განსაზღვრავს მისი ფიქრების, ემოციებისა და იმედების ამოსავალ წერტილს. ამ წინადადებას ლოგიკურად მოსდევს შემდეგი: ნებისმიერი ადამიანის რელიგიურ აღმსარებლობას სხვა ნებისმიერმა ადამიანმა პატივი უნდა სცეს.

 

მაგრამ…

 

რთულია პატივი სცე შენთვის გაუგებარს და შეუცნობელს. რთულია გასცდე კომფორტის ზონას. ამ შემთხვევაში კომფორტის ზონაში არ ვგულისხმობ საკუთარ სახლს, ქუჩას, ან ქალაქს სადაც ყველას იცნობ და ყველა გიცნობს. ამ შემთხვევაში კომფორტის ზონაში ვგულიხმობ იმ ლიმიტებს, რომლის გარეთაც ფიქრს ხშირად ჩვენს თავს ვუკრძალავთ ხოლმე. ვუკრძალავთ იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს ეგზისტენციალური ფიქრები ძილის წინ. ან მითუმეტეს დილით, ყავის დალევამდე.

 

მე ამ კომფორტის ზონას მეათე კლასში გავცდი. მაშინ პირველად ვისწავლე ინდუიზმის, ბუდიზმის, იუდაიზმის, ისლამის და (რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს) ქრისტიანობის შესახებ. არადა მეათე კლასამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ რელიგიების ისტორიას კარგად ვიცნობდი. ხუთი წლის და ოთხი რელიგიის კურსის შემდეგ მივხვდი, რომ შეუძლებელია რელიგიების ისტორიას როდესმე კარგად ვიცნობდე. რატომ? ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ რელიგიების ისტორია (და საერთოდ, ისტორია) სუბიექტური მემუარების კრებულია.

 

ყველაფრის მიუხედავად მჯერა, რომ უკეთესად ჩავწვდი ქრისტიანობის არსს მას შემდეგ, რაც ჩემს თავს პირველად დავუსვი კითხვები. მჯერა,რომ უკეთესი ადამიანი გავხდი და აქედან გამომდინარე, უკეთესი ქრისტიანიც. რას ნიშნავს იყო კარგი ქრისტიანი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ შეუძლებელია, რადგან ადამიანები სხვა და სხვა განმარტებას აძლევენ ხოლმე ერთი და იგივე ცნებას. თუმცა მე ნამდვილად ვიცი, რომ ქრისტიანობა მიმტევებლობას, სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას ქადაგებს. სიყვარული და მიმტევებლობა კი განათლებისაგან მოდის, რადგან განათლება ბუნებრივად ბადებს პატივისცემას.

 

მაგრამ...

 

სამწუხაროდ, განათლება ფუფუნებაა. ეს ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ადამიანი, რომელსაც “ლამარა მასწავლებელი” ასწავლიდა, რომ ქრისტიანობის გარდა სხვა არც ერთი რელიგია არაა ახლოს ჭეშმარიტებასთან, ისლამური რელიგიის ესთეტიკას ვერ ჩაწვდება. არადა უსამართლობაა, რომ ადამიანს, რომელსაც არასწორი და გაუმართავი განათლების სისტემაში აქვს ინფორმაცია მიღებული მოსთხოვო მისთვის სრულიად გაუგებარს და მიუსტიურს, ინდუიზმის ღმერთებს სცეს პატივი. ხანდახან, როცა რელიგიურ ფანატიზმს ვგმობთ, ამასთან ერთად ვგმობთ იმ ადამიანებსაც, ვისაც არ ჰქონდათ განათლების ფუფუნება. დღის ბოლოს, ჩვენც ბრმად და რადიკალურად გვჯერა, რომ უკეთესები ვართ იმიტომ, რომ უფრო გაგვიმართლა. იქნებ ჩვენ ვართ ფანატიკოსები?

 

რელიგიური ფანატიზმი არსებობს ყველა ქვეყანაში, არა მხოლოდ საქართველოში. რელიგიური ფანატიზმის ინტელექტუალური სნობიზმით დამარცხება შეუძლებელია. ქრისტიანობა მიმტევებლობას გვასწავლის. ქრისტიანობას რომ თავი დავანაბოთ, ემპათია ნებისმიერი ღირსეული ადამიანის თვისებაა. ყველაფერი ძალიან მარტივია: რელიგიური ფანატიზმი ცუდია, სხვა ადამიანის რელიგიის უპატივცემლობა ცუდია. მაგრამ მე ვერაფრით დავიჯერებ, რომ ადამიანი რომელიც შეისწავლის სუფიზმს იფიქრებს, რომ მუსლიმები ტერორისტები არიან. ასევე ვერ დავიჯერებ რომ ადამიანი, რომელიც წაიკითხავს რიგვედას იფიქრებს, რომ ინდუისტებს არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტებასტან. ადამიანი, რომელიც გაეცნობა ბუდიზმს და მიხვდება, რომ მედიტაცია ფიქრის კონტროლის სწავლაა არასოდეს დაგმობს ცხოვრების ამ წესს. შეუძლებელია ქრისტიანმა ისწავლოს იუდაიზმი და პატივი არ სცეს იმ აღმსარებლობას, რომელიც მისივე რელიგიის საძირკველია.

 

რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რთულია კითხვების დასმა და სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მშურს იმ ელენესი რომელსაც ეგონა, რომ რელიგიების ისტორიას ფლობდა. იმ ელენეს ბევრად უფრო ნაკლები ეჭვები ღრღნიდა. მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება გავიზარდოთ და გავხდეთ უკეთესი ადამიანები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვები არ უნდა გავაკრიტიკოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ეს პროცესი რთულია და ხანდახან მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი. შეუძლებელია შევთანხმდეთ ჭეშმარიტების დეფინიციაზე, (ისევე როგორც უამრავი საკითხის დეფინიციაზე) მაგრამ ამაზე ნამდვილად შეგვიძლია შევთანხმდეთ: განათლება სიკეთეა.

 

ამასობაში კიდევ 4 საათი გავიდა, არადა არც მე მიყვარს ეგზისტენციალური ფიქრები ძილის წინ. ან მითუმეტეს დილით, ყავის დალევამდე.

 

პ.ს ლამარა მასწავლებელი რეალური პიროვნება არაა.

 

ავტორი: ელენე ლაბაძე

Whoops, looks like something went wrong.

1/1 ErrorException in Filesystem.php line 111: file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space

  1. in Filesystem.php line 111
  2. at HandleExceptions->handleError('2', 'file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space', '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/vendor/laravel/framework/src/Illuminate/Filesystem/Filesystem.php', '111', array('path' => '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/5ed75bb59e2493b754f875d35752f0b52ed145bb', 'contents' => 'a:4:{s:6:"_token";s:40:"uI6VCLT7KvjQV22u7GKrNKZG2TGczZIzchfPVOet";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/14";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875070;s:1:"c";i:1534875070;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', 'lock' => true))
  3. at file_put_contents('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/5ed75bb59e2493b754f875d35752f0b52ed145bb', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"uI6VCLT7KvjQV22u7GKrNKZG2TGczZIzchfPVOet";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/14";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875070;s:1:"c";i:1534875070;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', '2') in Filesystem.php line 111
  4. at Filesystem->put('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/5ed75bb59e2493b754f875d35752f0b52ed145bb', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"uI6VCLT7KvjQV22u7GKrNKZG2TGczZIzchfPVOet";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/14";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875070;s:1:"c";i:1534875070;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', true) in FileSessionHandler.php line 83
  5. at FileSessionHandler->write('5ed75bb59e2493b754f875d35752f0b52ed145bb', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"uI6VCLT7KvjQV22u7GKrNKZG2TGczZIzchfPVOet";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/14";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875070;s:1:"c";i:1534875070;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}') in Store.php line 262
  6. at Store->save() in StartSession.php line 88
  7. at StartSession->terminate(object(Request), object(Response)) in Kernel.php line 155
  8. at Kernel->terminate(object(Request), object(Response)) in index.php line 62