1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ნუ გეშინია პროგრესის

ბლოგი

13-06-2018 22:07

ნახვა: 257

გაზიარება:

"Progress in thought is the assertion of individualism against authority" - Oscar Wilde

 

19-20 წლის ასაკამდე სერიოზულად არასოდეს დავფიქრებულვარ, თუ ვინ ვარ მე – რა პროცესებმა იქონია ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჩემი პიროვნებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, კონკრეტულად რა გარემო ფაქტორები მიბიძგებდა ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ, როდის ვექცეოდი, ე.წ, ავტორიტეტეტული ფიგურების გავლენის ქვეშ ან, პირიქით, როდის მიყალიბდებოდა ჩემი სუბიექტური აზრი. ნაწილობრივ, ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი ბოლოდროინდელი შინაგანი კრიზისი, რომელიც საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და ამ უკანასკნელის ხელახლა აღმოჩენას გულისხმობდა.

 

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „blind spot”, ე.წ, „ბრმა ლაქა.“ იგი მოიცავს ჩვენი პიროვნების ისეთ ასპექტებს (ემოციები, შეხედულებები, აზრები...), რომელთა აბსოლუტური ჭეშმარიტებისაც იმდენად დიდი ხანია და იმდენად ღრმად გვწამს, რომ მათში ეჭვის შეტანის არამცთუ სურვილი, ფიქრიც კი არასოდეს გვიჩნდება.

 

ბავშვობის ასაკიდან ჩვენი სოციუმი უამრავი იდეით გვკვებავს. ამ პერიოდში კრიტიკულად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ არ გვაქვს განვითარებული და უხშირეს შემთხვევაში ჩვენთვის ავტორიტეტული ფიგურებისგან მოწოდებულ იდეებს მაშინვე აბსოლუტურ ჭეშმარიტებად აღვიქვამთ. სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენგანი ამავე იდეებით მთელი ცხოვრება საზრდოობს. საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

 

პასუხისმგებლობის შიში

 

ჩემს მეგობარს, რომელიც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, არაერთხელ უთქვამს, რომ კარგი ფსიქოლოგი არასოდეს გირჩევს, როგორ მოიქცე; ეს იგივეა, შენ მაგივრად, მან მიიღოს გადაწყვეტილება. კარგი ფსიქოლოგი დაგეხმარება, საკუთარ თავშივე იპოვო ის რესურსი, რომელიც დამოუკიდებლად განსჯას შეგაძლებინებს. რომ დავუკვირდეთ, ჩვენი მიკროსოციუმი (ოჯახი, მეგობრები, „კეთილის მსურველები“) მუდმივად გვმოძღვრავს, რა არის კარგი და რა –ცუდი, რა ითვლება სირცხვილად, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბედნიერნი ვიყოთ და ა.შ. უამრავი ჩვენგანი (ხშირად გაუცნობიერებლადაც) იმდენად დამოკიდებული ხდება აღნიშნულ მიკროსოციუმზე, რომ ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას, თვითონ განსაზღვროს თავისი კეთილდღეობისა და ბედნიერების არსი.

 

კოლექტიური აზროვნების სტიმულირება

 

საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე მანკიერ გადმონაშთს, ჩემი აზრით, კოლექტიური აზროვნების სტიმულირება წარმოადგენს. ამ პრობლემას განსაკუთრებული სიმწვავით სკოლის პერიოდში ვაწყდებოდი. აქ ერთმნიშვნელოვნად ხდებოდა და ხდება იმ ბავშვების დისკრიმინაცია, რომლებიც კოლექტიურ აზრს (მაგ: „შუშანიკი სამაგალითო პიროვნებაა“; „ჭეშმარიტება ღმერთშია“; „ყველა ადამიანი პატრიოტი უნდა იყოს“...) არ იზიარებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, სკოლა ყოველთვის ეთაყვანებოდა, ე.წ, „მასოვკებს“ და არა – ინდივიდებს.

 

ზემოხსენებულ „ბრმა ლაქებსა“ და სხვების იდეებით საზრდოობას კიდევ უამრავი გარემო ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ პრობლემის არსი, პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

 

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები შინაგანი კონფლიქტებისა და მღელვარებისგან გასათავისუფლებლად არაცნობიერად ბევრ თავდაცვის მექანიზმს ვიყენებთ. ეს ევოლუციის ნაწილია – თავს ვიცავთ, რათა გადავრჩეთ. გადარჩენის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გარემოსთან ადაპტირებაა, რისთვისაც, როგორც წესი, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ამ პროცესში ხშირად იმდენად ვეფლობით, რომ ინდივიდუალიზმს ვკარგავთ. (ფაქტობრივად, ინდივიდებად ვერც ვყალიბდებით). პრობლემის სათავეც სწორედ ეს არის: ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, რადგან გვაშინებს სოციუმში დამკვიდრებული ნორმების საწინააღმდეგოდ აზროვნება და ვერც იმას ვაცნობიერებთ, რამდენად უარყოფითი შედეგი მოაქვს შინაგანი ხმის, ინსტინქტებისა და სურვილების ქრონიკულ დათრგუნვას იმის შიშით, „სხვები რას იფიქრებენ.”

 

როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან ჰარმონია, საკუთარი თავის სიყვარულით მიიღწევა. შეუძლებელია, გიყვარდეს საკუთარი თავი, თუ მას არ იცნობ და არც არასოდეს გიცდია, გაგეცნო. რა თქმა უნდა, თვითშემეცნება მარტივი პროცესი არ არის და ხშირად ეგოს სრული ტრანსფორმაციითაც სრულდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტრანსფორმაციაზე გაცილებით მტკინვეული კომფორტის ზონაში დარჩენა და მოგვიანებით იმის გაცნობიერებაა, რომ უბრალოდ ვერ გავბედეთ ჩვენ თვითონვე განგვესაზღვრა ჩვენივე ბედნიერების არსი, გვეპოვა შინაგანი ხმა და არავისთვის მიგვეცა მისი ჩახშობის უფლება.

 

ავტორი: ნანუკა ციბაძე

Whoops, looks like something went wrong.

1/1 ErrorException in Filesystem.php line 111: file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space

  1. in Filesystem.php line 111
  2. at HandleExceptions->handleError('2', 'file_put_contents(): Only 0 of 267 bytes written, possibly out of free disk space', '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/vendor/laravel/framework/src/Illuminate/Filesystem/Filesystem.php', '111', array('path' => '/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/93d9f378f75acd0a063f8f10d410ab4a4d78deae', 'contents' => 'a:4:{s:6:"_token";s:40:"y0yp81AhVoW9omqdwod4WZBNfvlTnZufUcsgzorI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/15";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875078;s:1:"c";i:1534875078;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', 'lock' => true))
  3. at file_put_contents('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/93d9f378f75acd0a063f8f10d410ab4a4d78deae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"y0yp81AhVoW9omqdwod4WZBNfvlTnZufUcsgzorI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/15";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875078;s:1:"c";i:1534875078;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', '2') in Filesystem.php line 111
  4. at Filesystem->put('/home/steduge/domains/st.edu.ge/private/core/storage/framework/sessions/93d9f378f75acd0a063f8f10d410ab4a4d78deae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"y0yp81AhVoW9omqdwod4WZBNfvlTnZufUcsgzorI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/15";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875078;s:1:"c";i:1534875078;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}', true) in FileSessionHandler.php line 83
  5. at FileSessionHandler->write('93d9f378f75acd0a063f8f10d410ab4a4d78deae', 'a:4:{s:6:"_token";s:40:"y0yp81AhVoW9omqdwod4WZBNfvlTnZufUcsgzorI";s:9:"_previous";a:1:{s:3:"url";s:30:"https://st.edu.ge/blog/view/15";}s:9:"_sf2_meta";a:3:{s:1:"u";i:1534875078;s:1:"c";i:1534875078;s:1:"l";s:1:"0";}s:5:"flash";a:2:{s:3:"old";a:0:{}s:3:"new";a:0:{}}}') in Store.php line 262
  6. at Store->save() in StartSession.php line 88
  7. at StartSession->terminate(object(Request), object(Response)) in Kernel.php line 155
  8. at Kernel->terminate(object(Request), object(Response)) in index.php line 62