1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ერთი გუნდი მოედანზე Chile-USSR 1974

ბლოგი

15-06-2018 11:57

ნახვა: 7326

გაზიარება:

მსოფლიში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, ფეხბურთი, ადვილად იქცა მძლავრ სოციალურ მოვლენად და ამ მიზეზით, პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა. მეოცე საუკუნეში რამდენჯერმე მოხდა, როცა ფეხბურთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში.

 

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ერთმანეთს საბჭოთა კავშირისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა მოსკოვში ფრედ, 0-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი სანტიაგოში უნდა გამართულიყო 21 ნოემბერს. 1973 წლის 11 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ მათი ნაკრები ჩილეში ოპოზიციის მიერ კომუნისტი მმართველის, სალვადორე ალიენდეს მთავრობის დამხობის გამო სანტიაგოში არ ითამაშებდა. ფიფამ საბჭოთა კავშირის ნაკრები დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს იყო ისტორიაში პირველი ფაქტი, როცა ნაკრებმა მსოფლიო თასს ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტიკური მიზეზებით. საბჭოელთა განმარტებით, არ ითამაშებდნენ სტადიონზე, სადაც რევოლუციის მსვლელობისას ალიენდეს მომხრეები აწამეს და მოკლეს.

 

 

საბჭოთა კავშირი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითხოვდა. თუმცა ფიფა ამას არ დათანხმდა და საბჭოთა ნაკრები, რომელიც წინა ჩემპიონატზე, 1970 წელს მეოთხედფინალში გავიდა, ტურნირიდან მოიხსნა.
1973 წლის 21 ნოემბერს სანტიაგოს სტადიონე მაყურებელი მაინც გამოცხადდა. მოედანზე კი მხოლოდ ერთი გუნდი, ჩილეს ნაკრები იდგა. მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშნად ჩასტვინა. ჩილელებმა ბურთი გაათამაშეს და შეტევა წამოიწყეს, რომელიც გუნდის კაპიტნის გოლით დასრულდა. ეს იყო და, მსაჯმაც მატჩის დამთავრების ნიშნად ჩასტვინა.

 

ასე გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ალბათ ყველაზე უცნაური მატჩი.

 

არსებობდა სარფთხე, რომ, სოციალისტური ბანაკის სხვა სახელმწიფოებიც შეერთებობდნენ ბოიკოტს, თუმცა გდრ-ს, ბულგარეთის და პოლონეთის ნაკრებებმა 1974 წლის მუნდიალზე მაინც იასპარეზეს. ეს უკანასკნელი სულაც მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

 

ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთვევა, როცა ცივმა ომმა სპორტულ არენაზე ჰპოვა გამოხატულება. 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა ჯარის ინტერვენციას ა.შ.შ.-სგან მოსკოვის 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი მოჰყვა.