1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

წესების უარმყოფელი

ბლოგი

16-06-2018 15:55

ნახვა: 3217

გაზიარება:

მსოფლიოს 1974 ჩემპიონატი დასავლეთ გერმანიაში გაიმართა. უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ძლიერი გუნდები შეიკრიბნენ. მასპინძელი ნაკრები ჩემპიონთა თასის ზედიზედ სამჯერ მომგები მიუნხენის ,,ბაიერნის’’ ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მოქმედი ჩემპიონი ბრაზილია თუმცა პელეს გარეშე, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჟაირზინიოთი და ლეგენდარული ულვაშა რიველინოთი ჩავიდა გერმანიაში. იმედიანად იყო იტალიაც, რომლის შემადგენლობაში ჯანი რივერა, მოგვიანებით დათო ყიფიანისგან გაბითურებული ჯანიტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა და მომავალში ლეგენდარული მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ბრწყინავდნენ, კარში კი დინო ძოფი ედგათ.

 

ამ ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაემთხვა ფეხბურთის ისტორიის უდიდესი რევოლუცია. როცა შესარჩევ ეტაპზე რინუს მიხელსის დამოძღვრილი ჰოლანდიის ნაკრები იოჰან კრუიფის მეთაურობით სრულიად ახლებურად ათამაშდა. მცველი შეტევაში ერთვებოდა და თავდამსხმელი დაცვას ეხმარებოდა. შეტევაშიც და დაცვაშიც მთელი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ამ სტილს მოგვიანებით ,,ტოტალური ფეხბურთი’’ ეწოდა. სანიმუშა მატჩი იყო მსოფლიო თასზე ურუგვაისთან. როცა ახლებური ჰოლანდიური სტილი მთელი თავისი დიდებულებით გამოჩნდა

 

 

ესთეტიური ჰოლანდია ფინალამდე კი მივიდა, მაგრამ იქ უკვე მასპინძლებს ვეღარ მოერია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ბეკენბაუერის კაპიტნობით, ბრაიტნერის ულვაშებით და გერდ მიულერის გოლებით ისტორიაში მეორედ დაეუფლა მსოფლიო თასს.

 

ამავე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილია-კონგო მატჩის მიმდინარეობისას, კონგოს კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. მსაჯმა კონგოელები ცოცხალ კედელში დააყენა და ჩასტვინა. მოულოდნელად კონგოელი მვეპუ ლუნგა კედლიდან გამოვარდა და ბრაზილიელთა კარის მიმართულებით დაარტყა ბურთი. ყვითელ ბარათს ფეხბურთელის პროტესტი მოჰყვა: ხომ ჩასტვინე და დავასწარი დარტყმა ბრაზილიელებსო.