1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

პურით ნაყიდი ჩემპიონობა

ბლოგი

18-06-2018 00:11

ნახვა: 5018

გაზიარება:

თუმცა ახალგაზრდა დიეგო მარადონა განაცხადში არ შეუყვანიათ,1978 წელს არგენტინის ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გარკვეული ხმები დაირხა პერუსთან მატჩის შემდეგ. ჯგუფური ეტაპის მატჩში არგენტინას ოთხი ბურთის სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად. (მაშინდელი ფორმატით ორი ჯგუფი დგინდებოდა, რომელთა გამარჯვებულები ფინალს თამაშობდნენ, მეორეადგილოსნები - მატჩს მესამე ადგილისათვის.) არგენტინამ 6-0 გაიმარჯვა.

 

პერუელი სენატორი, ჯენარო ლედესმა ადასტურებს ჭორებს, რომ მატჩის შედეგი ქვეყნების ხელისუფლებმა შეათანხმეს. ლედესმას გააქტიურება გამოიწვია არგენტინელი მოსამართლის, ნორბერტო ოიარბიდეს ბრალდებებმა, რომელიც მან პერუს ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსისკო ბერმუზედს წაუყენა. მას ბრალად ედება 1970 წელს არგენტინაში 13 პერუელის გაგზავნა იქაურ დისიდენტებთან თანამშრომბლობის მიზნით. პერუელები დააპატიმრეს და ციხეში სასტიკად ეპყრობოდნენ. ლედესმას განცხადებით, არგენტინის დიქტარორი ხორხე ვიდელა მათ განთავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პერუ არგენტინასთან წააგებდა ისე, რომ ეს უკანასკნელი ფინალში გასულიყო. ,,ვიდელას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად სჭირდებოდა’’ - აცხადებს ლედესმა. ასევე ვრცელდებოდა ხმები, თითქოს პერუელები დიდი რაოდენობის მარცვლეულით მოისყიდეს.