1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 20:40

ნახვა: 2719

გაზიარება:

ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი დაიბადა 1864 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ალბიში. 1867 წელს მისი ძმა დაიბადა, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ წელს გარდაიცვალა. მშობლების დაშორების შემდეგ, ლოტრეკს ძიძა ზრდიდა. რვა წლის ასაკში, იგი დედამისთან წავიდა პარიზში საცხოვრებლად. ოჯახის წევრებმა მალევე შენიშნეს მისი ნიჭი და მასწავლებელი მოუყვანეს, რომელიც ცხენების ხატვას ასწავლიდა. 

 

1875 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლოტრეკი ალბიში დაბრუნდა. მას ყოველდღიურად ექიმები აკითხავდნენ გაზრდის და განვითარების გასაუმჯობესებლად. ლოტრეკის მშობლები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ და ბავშვის ჯანმრთელობის უმთავრესი პრობლემა ინცენტით იყო გამოწვეული.

 

13 წლის ასაკში მან მარჯვენა ბარძაყის ძვალი მოიტეხა, ხოლო 14 წლისამ მარცხენა. ამის გამო მისმა ფეხებმა შეწყვიტეს ზრდა, მაგრამ სხეულის სხვა ნაწილებს ეს არ შეხებია. ლოტრეკის სიმაღლე 1.42 მეტრს არ აღემატებოდა. 

 

1895 წელს მან კლოუნესა „შა-იუ-კაოში“დახატა. კომპოზიცია ძალიან ლამაზია, მასში გამოსახულია ქალი. კანის მოთეთრო ფერი ჰარმონიაშია მის გარშემო ცისფერ და ყვითელ ფერებთან. შარფის ყვითელი შეფერილობა შეუსაბამოა და არ უხდება კომპოზიციაში გარშემომყოფ ფერებს.

 

„სიპა გოდევსკის პორტრეტი“ დახატულია 1896 წელს. სიპა გოდევსკი ლოტრეკის მეგობარი იყო. იგი სიმღერებს წერდა, ლოტრეკი კი მათთვის ილუსტრაციებს ამზადებდა. 

 

ბუნებრივია, რომ ერთხელაც ლოტრეკმა გოდევსკის მიუძღვნა პორტრეტი. მისი სახის ნაკვთებში, პოზაში და ყველაფერში სიცოცხლის ძალა ჩქეფს. მთელი პორტრეტი უხეშადაა მოსმული შავი ფუნჯით, გარდა გოდევსკის სახისა. 

 

შავ ფერს კონტური საზღვრავს, რაც სააშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ ტანსაცმელი შავი ფონისგან.

 

 

1899 წელს ლოტრეკი ლოთობის გამო ცუდად გახდა და კინაღამ გარდაიცვალა. ის  სამი წლის განმავლობაში პარიზის საავადმყოფოში მკურნალობდა. 

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მისი ფიზიკური ჯანმრთელობა კვლავ ლოთობამ და სიფილისმა შეარყია. 1901 წლის 9 სექტემბერს ლოტრეკი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.