1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

პოლ გოგენი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 20:59

ნახვა: 420

გაზიარება:

პოლ გოგენი დაიბადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1848 წლის 7 ივნისს. დედის მხრიდან მისი ბებია პერუელ პოლიტიკოს დონ მარიანო ტრისტან მოსკოსოს შვილი ფლორა ტრისტანი იყო. იმ პერიოდში ტრისტანებს პერუში დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. 

 

1850 წელს მამამისი განდევნეს საფრანგეთიდან. მან თავის ოჯახთან ერთად, პერუში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ გზაში იგი გარდაიცვალა. მის ცოლს და შვილებს სიხარულით დახვდნენ ლათინოამერიკელი ოჯახის წევრები. 

 

გოგენის პრივილეგირებული ცხოვრება პერუში 1854 წლამდე გაგრძელდა, სანამ პერუში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა და მისი ოჯახის წევრები პოლიტიკურ ძალას დაკარგავდნენ. ამის გამო ის დედასთან და დასთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა და ოჯახი ორლეანსში მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან დასახლდა.

 

რამდენიმე საჯარო სკოლის გამოცვლის შემდეგ გოგენმა სწავლა პრესტიჟულ კათოლიკურ სკოლაში განაგრძო. 14 წლის ასაკში ის პარიზის საზღვაო სკოლაში სწავლობდა და ორლეანში დაბრუნებამდე ორი წლის მანძილზე საფრანგეთის ფლოტში იმყოფებოდა.

 

გოგენმა 1889 წელს დახატა „ყვითელი ქრისტე.“ სურათში წარმოდგენილია სამი გლეხი, რომლებსაც თავები აქვთ დახრილი ჯვარცმული ქრისტეს წინაშე. ქრისტეს გამოსახულების ფორმა გადმოგვცემს ხალხური შემოქმედებების ხასიათს. ქრისტე თითქმის არ არის დამუშავებული და ზედმეტად გამარტივებულია. მხატვარი მთავარ სათქმელს ყვითელი ფერის სხვადასხვა ტონალობებით გამოხატავს. ამით იგი სევდიან გარემოს აგვიღწერს. 

 

 

იგივე წელს შექმნილი „მშვენიერი ანჟელა“ სულ სხვა ნახატია. მშვენიერი ქალის პორტრეტში ფერების კომპოზიცია აზუსტებს ნამუშევრის ფორმებს. ვარდისფერ, ყვითელ და ცისფერს, წითელი და ლურჯი ფერები ამაგრებს. ბუდას გამოსახულებას მოყვითალო-მოოქროსფრო და მოყვითალო-მონარინჯისფრო ფერები სიწმინდეს მატებს. 

 

 

1903 წლის 8 მაისს პოლ გოგენი გულის შეტევით გარდაიცვალა.