1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კამილ პისარო - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 21:11

ნახვა: 2770

გაზიარება:

იმისათვის, რომ შევიგრძნოთ პისაროს შემოქმედების მრავალფეროვნება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი დაიბადა ყველა სხვა დიდ იმპრესიონისტზე ათი წლით ადრე. პისარომ ხელი შეუწყო იმპრესიონიზმს და ასევე პოსტ-იმპრესიონიზმს. 

 

კამილ პისარო დაიბადა 1830 წელს სენ-ტომასში, ნიდერლანდებში. 1852 წელს მან მიატოვა ოჯახი და სამსახური, იმისათვის რომ ცხოვრება ფერწერისთვის მიეძღვნა. 

 

1855 წელს პისარო პარიზში გაემგზავრა, სადაც მას ორმა დანიელმა მხატვარმა ფერწერა შეასწავლა. 1859 წელს მისი ნამუშევრები სალონში მიიღეს, სადაც 1870 წლამდე დროდადრო იფინებოდა.

 

1870 წელს, როდესაც ომი დაიწყო პრუსიასა და საფრანგეთს შორის, პისარომ თავი ლონდონს შეაფარა. ომის დამთავრების შემდეგ, 1871 წელს იგი საფრანგეთში დაბრუნდა. პარიზში ჩასვლისთანავე პისარო გაეშურა მის გარეუბნებში და კრიალა ცის ხატვა დაიწყო.

 

 

„გლეხის ქალი, რომელიც ურიკას მოაგორებს“ 1874 წელს დახატული უბრალო სიუჟეტია. ნახატი მდიდარია ლურჯი, მწვანე, ყვითელი და თეთრი ფერებით. ნამუშევარზე მიმოფანტულია სინათლე, რაც საგნებს რეალობას ანიჭებს.

 

 

1875 წელს მან დახატა სურათი „პატარა ხიდი პონტუაზე.“ ამ სურათში გამოხატულია ფერწერა და  წყლის ანარეკლი. სურათის შევსებული და ცარიელი მოცულობა და ჰაერი ერწყმის ერთმანეთს. ფერები ცოტაა, მაგრამ ყურადღებით არის შესრულებული. ძირითად ყურადღებას იზიდავს ხის ტოტების დაჩრდილული ნაცრისფერი ტონები ხის წითელ ტონებთან.

 

პისარო, როდესაც ასაკში შევიდა, მას თვალის ინფექციური დაავადება (დაქრიოცისტიტი) დაემართა, რომელიც ხელს უშლიდა გარეთ გასვლაში. ამის გამო მან ალტერნატივა მოიფიქრა და სასტუმროს ფანჯრიდან ხატვას შეუდგა. 1903 წლის 13 ნოემბერს კამილ პისარო გარდაიცვალა.