1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

პიერ ოგიუსტ რენუარი - ნიკოს ბლოგი

BLOG

05-03-2020 21:39

Views: 3100

Shares:

პიერ რენუარი 1841 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში დაიბადა. ცამეტი წლის ასაკიდან იგი უკვე ფაიფურზე ხატავდა და მოგვიანებით დეკორაციული ფარდების კეთება დაიწყო. 1862-64 წლებში რენუარი პრესტიჟულ ხელოვნებათა სკოლაში სწავლობდა. სწავლისას მან სისლეი, ბაზილი და მონე გაიცნო. 

 

1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომში რენუარი მოხალისედ წავიდა. იგი ცხენოსან მსროლელთა რიგებში შევიდა, მაგრამ ბრძოლის ნაცვლად მეტწილად ხატავდა მის კაპიტნის მეუღლესთან ერთად. 

 

რენუარმა, პისარომ, მონემ და სხვა რამდენიმე მხატვარმა 1874 წლის აპრილში პირველი იმპრესიონისტული გამოფენა მოაწყვეს, სადაც მისი ექვსი ნახატი გამოიფინა. 

 

მოგვიანებით, 1876 წელს კი კიდევ ერთი გამოფენა მოეწყო, სადაც რენუარმა ძირითადად პორტრეტები გამოფინა. 

 

„ქალბატონი შარპანტიე და მისი შვილები“  შესრულებულია 1878 წელს და დიდ შთაბეჭდილებეს ტოვებს. კომპოზიციაში ასახული ფიგურები მაღალი წრის შესაფერისად არის დახატული. პატარა გოგოები თეთრ და ღია ცისფერ კაბებში არიან გამოსახული და მათგან სიმდიდრე გამოსჭვივის. 

 

ადამიანთა ფიგურების შავი და თეთრ-ცისფერი ტონები, ასევე სასტუმრო ოთახის წითელი და მწვანე ფერები მაღალი სოციალური ფენის გამომხატველია.

 

 

1887 წლის ზაფხულში მან დახატა „მობანავე ქალებისა.“ ამ ნახატში ფიგურების პოზებს მნიშვნელობა არ აქვთ. ისინი მხოლოდ კომპოზიციის წონასწორობისთვის არიან. ღია ცისფერი და კანის ფერი ზოგიერთ ადგილებში ერთიმეორეში გადადის, რაც თვალისთვის სასიამოვნოა.

 

 

1892  წელს რენუარს დაემართა რევმატოიდული ართრიტი. პრობლემის მიუხედავად იგი აგრძელებდა ხატვას. ბევრი ხატვისგან მას გაურთულდა დაავადება და მხრის ხმარების შეზღუდვის გამო ხატვის ტექნიკის შეცვლა მოუწია. სიცოცხლის ბოლო წელს იგი ესტუმრა ლუვრს, სადაც მისი ნახატები იყო გამოფენილი. რენუარი გარდაიცვალა 1914 წელს.