1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ჟორჟ სიორა - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

05-03-2020 21:53

ნახვა: 118

გაზიარება:

ჟორჟ სიორა 1859 წელს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაიბადა. მხატვრობა მან დაახლოებით1880 წელს დაიწყო, როდესაც იმპრესიონიზმი კრიზისის ფაზაში შევიდა. 

 

ამრიგად სიორა იყო პოსტიმპრესიონისტი. ოცი წლის ასაკში იგი უკვე „მეცნიერული“ იმპრესიონიზმის მეთაურად იყო არიარებული. რელიგიურ და კარჩაკეტილ ოჯახში გაზრდილმა ხელოვნების სკოლაში გაიარა კურსები ენგრის მოწაფე ანრი ლემანსთან ნეოიმპრესიონიზმზე.

 

1883 წელს იგი მუშაობდა თავის პირველ დიდ ნახატზე „ბანაობა ანიერში.“ სურათში გამოსახულები არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ისვენებენ სენას პირას. ნათელ და დაჩრდილულ ნაწილებს შორის მკვეთრი ზღვარია გავლებული. სურათში ჩანს ნეოიმპრესიონიზმი. ღია ცისფერი და უფრო მუქი ლურჯი ფერები ტონალობის განსხვავებას გვაძლევს ცისა და წყლის ერთმანეთისგან გასარჩევად. 

 

 

სიორა ცოცხალი სინამდვილის ასახვის პრობლემის წინაშე იდგა, რაც ჩანს ნახატში „თოხიანი გლეხი.“ აქ გამოსახულების მოცულობა ძლიერად არის ნაჩვენები. ნახატში ასევე მკაცრი ზღვარი არის განათებულ და დაჩრდილულ ადგილებს შორის. ფერები ცოტა ინტენსიურია: სტაფილოსფერი მინდორი, თეთრი პერანგი, ყვითელი თოხი დ ყველგან მიმოფანტული იასამნისფერი ჩრდილები.

 

 

„მეთევზეთა ნავები პორტან-ბასენში“ სიორას განსხვავებულად აქვს შესრულებული პეიზაჟი. აქ თითოეული ფერი გაფანტული სინათლის მეშვეობითაა განათებული და ათასობით სხვადასხვა ფერის წერტილია შერწყმული ერთად. ნამუშევარი არარეალურად არის განათებული; როგორც ჯადოსნურ სამყაროს შეშვენის, აქ ყველაფერი ნათელი და გამჭირვალეა.

 

 

სიორა გარდაიცვალა თავის მშობლების სახლში 1891 წლის 29 მარტს 31 წლის ასაკში. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია. ვარაუდობენ პნევმონიას. ორი დღის შემდეგ მისი შვილიც გარდაიცვალა იგივე პრობლემებით.