1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

King Gizzard and the lizard wizard - თეკლას ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 06:40

ნახვა: 1375

გაზიარება:

King gizzard ავსტრალიური ჯგუფია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. ჯგუფს 7 წევრი ჰყავს. მთავარი ვოკალისტი სტუ მაკენზია, რომელიც ასევე უკრავს გიტარაზე, ბასზე, პიანინოზე, კლარინეტზე, საყვირზე და კიდევ სხვა მრავალ ინსტრუმენტზე. 

 

ის მუსიკის მიქსინგსაც აკეთებს. ჩემი აზრით, king gizzard თანამედროვეობის საუკეთესო ჯგუფია. მისი მუსიკა მრავალ ჟანრს - ჯაზს, მეტალს, გარაჟს, პროგრესულსა თუ ფსიქოდელურ როკს აერთიანებს. 

 

 

 

 

ჯგუფი 10 წელია, რაც არსებობს და უკვე 15 ალბომი აქვს შექმნილი. თითოეული მათგანი უნიკალურია, წინამორბედთან შედარებით განსხვავებულია და ყოველთვის რაღაც ახალს ეუბნება მსმენელს.

 

2017 წელს მუსიკოსებმა გამოაცხადეს, რომ წლის მანძილზე 5 ალბომის ჩაწერას აპირებდნენ. ასეთი რამ არაერთ მუსიკოსს აქვს ჩადენილი, მაგრამ დღესდღეობით უკვე აღარავინ აკეთებს ამას. ამ განცხადების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მუსიკის ხარისხი დაეცემოდა.

 

პირველი ალბომი იყო flying microtonal banana. აქ მუსიკოსებმა ჩვეულებრივი ნოტების ნაცვლად მიკრონოტები გამოიყენეს, რაც ტრადიციული დასავლეთის მუსიკისათვის დამახასიათებელი არ არის და აღმოსავლეთს ასახიერებს. როცა უსმენ, თავი უდაბნოში გგონია.

 

მეორე ალბომია murder of the universe და ის king gizzard-ის ყველაზე მძიმე ჟღერადობას წარმოგვიდგენს. ბევრს არ მოეწონა ეს ალბომი, მაგრამ ინსტრუმენტალური მხარე ძალიან ძლიერია და ტექსტიც დაწვრილებით გადმოსცემს ისტორიას.

 

მესამე ალბომია sketches of Bunswick East, რომელიც ჯგუფ mild high club-თან ერთობლიობაში შეიქმნა. ეს ადვილად მოსასმენი და ყურებისთვის სასიამოვნო ჯაზური ალბომია. დასვენების დროს ყოველთვის მსიამოვნებს მისი მოსმენა. 

 

მეოთხე ალბომია Polygondwanaland. ეს ალბომი უფასოდ გამოუშვეს და თქვეს, რომ ის განა ჩვენია, არამედ თქვენიაო. შედეგად ხალხმა და დამოუკიდებელმა სტუდიებმა polygondwanaland-ის ვინილების გაყიდვა დაიწყეს. ნაშოვნ ფულს კი ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ. ეს ძალიან სახალისო მუსიკალური ექსპერიმენტი იყო.

 

ბოლოს gumboot soup გამოვიდა, რომელმაც წინა ალბომებში გამოუქვეყნებელი მასალა გააერთიანა. ამის გამო, სხვა ალბომებთან შედარებით  ის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

 

 

ჯგუფის თითოეული წევრი შრომისმოყვარეა და ყოველთვის საუკეთესო სურვილებითაა გამსჭვალული მსმენელების მიმართ. King gizzard-ს ლეიბლი იმ მიზეზით არ სჭირდებოდა, რომ ეს მავნე იქნებოდა ბენდისთვის, რადგან მისთვის სასურველ მუსიკას ვერ ჩაწერდა. 

 

ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ლეიბლი შეექმნათ. ჯგუფი გამუდმებით ჰქმნის მუსიკას, მთელ წელიწადს კონცერტებს უთმობს, ლეიბლს მართავს და მუსიკის ფესტივალ gizzfest-ის წამყვანია.

 

კიდევ არაერთი ალბომების აღწერა შემიძლია, მაგრამ დღეს ამით დავასრულებ. King gizzard კრეატიული ჯგუფია. შეიძლება king gizzard-ის მუსიკა ყველას არ მოეწონოს, მაგრამ მის მიერ გაწეული შრომა ნამდვილად დასაფასებელია. ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს ვისაუბრებთ ამ მშვენიერ ჯგუფზე.