1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

Ok Computer - თეკლა ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 06:46

ნახვა: 329

გაზიარება:

ბრიტანული როკ ჯგუფი Radiohead 1985 წელს შეიქმნა. ჯგუფის წევრებია: თომ იორკი, ჯონი და კოლინ გრინვუდი, ედ ობრიენი და ფილიპ სელვეი. 1997 წელს გამოვიდა Radiohead-ის მესამე ალბომი Ok Computer, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როკ ალბომად ითვლება. თუკი წინა ალბომები აშკარად ოთხმოცდაათიანების ჟღერადობით გამოირჩეოდა, ამ ალბომის რეპერტუარი მუსიკოსების ჩანაფიქრისამებრ განსვავებული და უნიკალური გამოდგა. 

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ 1997 ში გამოვიდა, Ok Computer - ს თანამედროვე ჟღერადობა აქვს. ალბომის თემები დღესაც აქტუალურია. არაერთი ტექსტი ტექნოლოგიას შეეხება. მის გავლენას ადამიანზე და ადამიანების დამოკიდებულებას მასზე. პირველი სიმღერა airbag ავარიაში მოყოლილ აირბაგით გადარჩენილ ადამიანზე გვიყვება. აქ გამოიხატა ირონია. ტექნოლოგიას შეეძლო ადამიანის დაღუპვა, მაგრამ მან გადაარჩინა იგი. Fitter Happier აღწერს უშეცდომო და იდეალურ ცხოვრებას, რომელიც მიანიშნებს ასეთი ცხოვრების შედეგად ადამიანის რობოტად  ქცევაზე.

 

სიმღერის ბოლოში ადამიანი შედარებულია ფერმაში ცხოველთან. ღორს არ შეუძლია გალიაში ბედნიერად ცხოვრება. მას სჭირდება თავისუფალება, ჯანმრთელი რომ იყოს. მსგავსად ამისა ადამიანი, თავისუფალი რომ იყოს, გალია უნდა დაამტვრიოს. სწორედ ეს გალიაა საზოგადოების მიუღწეველი მოლოდინი. 

 

სტრუქტურული თვალსაზრისით, ყველაზე ჩვეულებრივი სიმღერაა „let down“, მაგრამ აქაც აშკარაა დიდებული და ლამაზი ჟღერადობა. paranoid android ძლიერი კონკურენტია 90-იანი წლების უდიდესი სიმღერისთვის. ამბიცია და შესრულება უმაღლესი დონისაა და გავლენაც დიდია პროგრესულ როკზე. მრავალფენიანი სირთულე ახასიათებს OK კომპიუტერის  სიმღერებს, ამიტომ ბოლო სიმღერა Tourist, წყნარი და დამამშვიდებელია.

 

Ok Computer უამრავი ემოციის, ხმის და იდეის მატარებელია. ის როკის ევოლუციის კულმინაციაა და ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ მსოფლიოს საუკეთესო როკ ალბომია.