1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

The White Stripes - თეკლას ბლოგი

BLOG

06-03-2020 06:50

Views: 1268

Shares:

როკ დუეტი The White Stripes 1997 წელს შეიქმნა. მას ჯეკ და მეგ ვაიტი შეადგენდნენ. ჯეკი მუსიკას წერდა, მღეროდა და გიტარაზე უკრავდა, მეგი კი მედოლე იყო. მათი რეპერტუარი გარაჟ როკის და ბლუზის ზეგავლენას განიცდიდა.

The White Stripes -ის მუსიკალური ხელწერა სიმარტივით გამოირჩევა.

 

 

ჯეკ ვაიტმა მუსიკის შექმნა სამ ძირითად საფეხურად დაყო: ამბის გადმოცემად, მელოდიად და რიტმად. მუსიკის წერის დროს იგი მხოლოდ ამ სამ დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას და მეტი არაფერი აინტერესებდა. 

 

ჯეკის მუსიკას შეადგენდა ვოკალი, გიტარა და დოლი. ის მხოლოდ სამ აკორდს იყენებდა და ჯგუფის ესთეტიკაც სამ ფერს - თეთრს, შავს და წითელს მოიცავდა, რაზეც თითოეული ალბომის ყდა მეტყველებს.

 

The White Stripes შესაძლოა ნამდვილი როკული სულისკვეთების მატარებელი უკანასკნელი ჯგუფი იყოს, რადგან დღეს როკ მუსიკა შეცვლილია. მუსიკოსები ცდილობენ, რომ ტექნიკურად იყვნენ დახვეწილი და ამ დროს გრძნობა ავიწყდებათ. 

 

The White Stripes- ის მუსიკა ემოციებზეა აგებული. მისი მოსმენისას ბევრჯერ შემიმჩნევნია „შეცდომები“, მაგრამ სწორედ ეს „შეცდომები“ აცოცხლებს სიმღერებს.

 

საკუთარი „მეს“ შენარჩუნების და შოუ ბისზნესის მარწუხებისგან თავის არიდების მიზნით 2011 წელს ჯგუფი დაიშალა.