1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

აკუსტიკური ბლუზი - სანდროს ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 12:37

ნახვა: 2178

გაზიარება:

აკუსტიკური ბლუზი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან გამოჩნდა და ამ ჟანრის დიდი შემსრულებელი იყო რობერტ ჯონსონი. მან არაერთი კლასიკური სიმღერა დაუტოვა შთამომავლობას, რომელთაც სამომავლოდ საფუძველი თანამედროვე ბლუზს ჩაუყარეს.

 

არსებობს ორი ტიპის ჟანრი - Eastern Blues და Western Blues. თავდაპირველად ბლუზი თითებით - „Fingerstyle” იკვრებოდა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული კი მრავალმა შემსრულებელმა ე.წ. მედიატორის გამოყენება დაიწყო. 

 

ამ ხერხმა მუსიკოსებს გაუმარტივა სიმღერების შესრულება. 50-იან წლებში კი „Fingerpick”-ით განთქმული შემსრულებელი იყო ლიდ ბელი, რომელმაც აკუსტიკურ გიტარასთან ერთად აკორდეონიც ააჟღერა თავის სიმღერებში. 

 

რობერტ ჯონსონის მსგავსად, მისი რეპერტუარიდანაც სამომავლოდ არაერთი სიმღერა იქცა მარადიულ კლასიკად, რომელთა შორისაც არ შეიძლება არ აღინიშნოს Amazing Grace.

 

 

ეს კი უკვე ბლუზის და სპირიჩუელსის ურყევ კავშირზე მეტყველებს, რაც ბლუზთან კიდევ არაერთი მიმდინარეობის დაკავშირების საფუძვლად იქცა.

 

დღესდღეობით, განვითარებულ-ტექნოლოგიურ ეპოქაში აკუსტიკური ბლუზი ლამაზი ეკზოტიკის სახით კვლავ ცოცხლობს და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს.