1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

JOY DIVISON - იოანეს ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 12:51

ნახვა: 101

გაზიარება:

JOY DIVISON იყო ინგლისური როკ ბენდია, რომელიც ქალაქ სალფორდში 1976 წელს შიქმნა. მასში შედიოდნენ ვოკალისტი იან კურტისი, გიტარისტ/კლავიატურისტი ჰერნანდ სუმნერსი, ბასისტი პიტერ ჰუკი და დრამერი სტეფენ მორისი.

 

 

მათზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა პოპულარულმა ინგლისურმა ჯგუფმა Sex Pistols. თავდაპირველად JOY DIVISON-ის ჟანრი ნაადრევი პანკი იყო, შემდეგ კი ის პოსტ პანკში გადაიზარდა. 

 

1978 წელს გამოშვებულ სადებიუტო სინგლს "An Ideal for living" დიდი პოპულარობა ხვდა წილად. ერთი წლის შემდეგ კი მათ თავიანთი პირველი ალბომი "unknown pleasures" ჩაწერეს იმ პერიოდის ცნობილ პროდუსერ მარტინ ჰანეტთან ერთად. 

 

კურტისი პირად პრობლემებს და მათ შორის ჩაშლილ ქორწინებას განიცდიდა. მას დეპრესია და ეპილეპსია ჰქონდა. ბენდის პოპულარობის ზრდასთან ერთად კი კურტს უჭირდა სცენაზე გამოსვლა. 

 

კანადიდან და აშშ-დან გრანდიოზული საგასტროლო შემოთავაზებების პერიოდში იანმა თავი მოიკლა და JOY DIVISON -ის მეორე და უკანასკნელი ალბომი "Closer" ამ ამბიდან მეორე თვეს გამოვიდა. ჯგუფის ყველა დროის ყველაზე ცნობილ ჰიტად კი "Love will tear us apart" იქცა.

 

მომავალში დარჩენილმა მუსიკოსებმა ახალი ბენდი New Order შექმნეს. ეს იყო პოსტ პანკის და ელექტრონული მუსიკის ნაზავი.