1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ჯიმი პეიჯი - სანდროს ბლოგი

BLOG

06-03-2020 13:04

Views: 1487

Shares:

ლეგენდარული ინგლისელი გიტარისტი ჯიმი პეიჯი 1944 წლის 9 იანვარს დაიბადა. ის ნახევარ საუკუნეზე მეტი როკ სცენაზეა და იმდენად მნიშვნელოვანი მუსიკოსია, რომ მასზე ამ ხნის მანძილზე არაერთი წიგნი დაწერილა.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჯიმი პეიჯი ბლუზ გიტარისტია. ის ბრიტანულ სცენაზ ეგასული საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც The Beatles, The Rolling Stones და სხვანი აღიარების ზენიტში იყვნენ.

სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ჯგუფი The Yardbirds, რომლის გიტარისტიც სულ მალე ერიკ კლაპტონი, ხოლო შემდეგ კი ჯეფ ბეკი გახდა.

მალე The Yardbirds-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჯიმი პეიჯს კი სხვადასხვა ჯგუფებში იწვევდნენ სესიურ გიტარისტად. იმ პერიოდში ასეთი მოწვეული მუსიკოსები ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებედნენ მათი მომპატჟებელი ჯგუფების რეპერტუარში.

მოხდა ისე, რომ  ჯიმი პეიჯი The Yardbirds-შიც აღმოჩნდა, სადაც ჯერ ჯეფ ბეკთან ერთად მოუწია გამოსვლა, შემდეგ კი - 1967 წლისთვის უკვე როგორც სოლო გიტარისტს ამ ჯგუფში.

 

 

მალე The Yardbirds, The New Yardbirds-ად გადაკეთდა, ხოლო 1968 წელში კი Led Zeppelin-ად. მომავალში ლეგენდად ქცეულმა ბენდმა განაგრძო The Yardbirds-ის ბლუზური ტრადიციები, მაგრამ მასში შესული მუსიკოსები The Yardbirds-სას დონით აშკარად აღემატებოდნენ. იმატა სიმძლავრემაც, რაც უპირველეს ყოვლისა ჯიმი პეიჯის დამსახურება იყო, რომელიც Led Zeppelin-ის სულისჩამდგმელად, მთავარ კომპოზიტორად და იდეურ ლიდერად იქცა.

 

Led Zeppelin-ის განუმეორებელი ჟღერადობა პირველივე ალბომში გამოჩნდა, როდესაც მსმენელმა იქამდე გაუგონარი სიმძლავრის ბლუზი გაიგონა You Shook Me -სა თუ Dazed And Confused-ში. 

\

პირველ მათგანში მომღერალი რობერტ პლანტი ჰარმონიკის სოლოს, ბასისტი და ორგანისტი ჯონ პოლ ჯონსი საორგანო, ხოლო ჯიმი პეიჯი კი გიტარის დამაგვირგვინებელ სოლოს საოცარი ეფექტით უკრავენ. 

 

ეს ახალი სიტყვა იყო 60-იანი წლების როკისთვის, ჟღერადობა აშკარად იცვლებოდა, რასაც ლეგენდარული 70-იანი წლები უნდა მოჰყოლოდა. ამის შემოქმედი კი ჯიმი პეიჯია. მან ბლუზს იქამდე არნახული სიმძლავრე მიანიჭა... (გაგრძელება იქნება)