1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

Cranberries - მაქსიმეს ბლოგი

BLOG

06-03-2020 14:24

Views: 170

Shares:

"Cranberries" არის ირლანდიური ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1989 წელს ირლანდიაში. მისი შემადგენლობა ასეთი იყო: მომღერალი ნიალ ქუილი, გიტარისტი ნოელ ჰორგანი, ბასისტი მიკ ჰო განი და დრამერი ფერგალ ლოუერი.

 

ითვლება, რომ დამაარსებლები არიან ძმები ჰორგანები. ჯგუფმა მალევე 1990 წელს გამოცვალა მომღერალი ნილ ქუილი დოლორეს ო'რიორდანით და მალევე მასთან ერთად გამოუშვა მსოფლიო მაშტაბის ჰიტი. პირადად ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის სიმღერა "Zombie" როკის ნამდვილი სახეა. ის დაწერილია 1993 წელს და შეეხება ირლანდიის პროტესტს ბრიტანეთის ჯარების მიერ ამ ქვეყნის ოკუპაციის გამო.

 

დღესდღეობით "Zombie" მსოფლიო მაშტაბით ყველაზე მეტად გავრცელებული ირლანდიური სიმღერაა როგორც ალბომის გაყიდვის, ისე "youtube"- ზე ნახვების თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვათ, ინტერნეტ მაშტაბითაც კი ძალიან ცნობილია. "Cranberries"-ს სხვა ცნობილი სიმღერებიც გააჩნია, მაგალითად "Linger”, "Dream", "Ode To Family".

 

 

"Cranberries"-ს წლების მანძილზე პოპულარობა ემატებოდა, მაგრამ სამწუხაროდ 2018 წლის 15 იანვარს 46 წლის ასაკში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებული ინტოქსიკაციის გამო გარდაიცვალა მომღერალი დოლორე ო’რიორდანი და ჯგუფიც დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ "Cranberries"-ს მაინცდამაინც დიდხანს არ უარსებია, ის ჯერჯერობით ისტორიაში შესულია, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული ირლანდიური ჯგუფი.