1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

დღევანდელი მადრიდის „რეალი“ - მაქსიმეს ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 14:33

ნახვა: 2201

გაზიარება:

დღესდღეობით მადრიდის „რეალი“ ზინედინ ზიდანის მეთაურობით, მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ხუთეულში შედის.

 

„რეალი“4-3-3 შემადგენლობით თამაშობს. ეს თანაბარი ფეხბურთია, ანუ ყველა თავის როლს შეზღუდულად ასრულებს. მაგრამ როდესაც გუნდი სერიოზულ მოწინააღმდეგეს ეჯიბრება და გააქვს გოლი, გუნდის მცველები და საყრდენი ნახევარმცველები  (კასემირო, ვალვერდე და სხვა) იჭრებიან მეტოქის დაცვაში, რაც საკმაოდ უჩვეულია იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც წლებია „სამეფო კლუბს“ უთვალთვალებენ.

 

მე მაგალითად 5 წლიდან ვუცქერ ამ გუნდს და მიჩვეული ვარ მათგან შემტევ ტამაშს. დაცვის დროს გუნდი 5-2-2-1 შემადგენლობით თამაშობს.

 

 

„რეალი“ რა თქმა უნდა, სუსტად მოთამაშე გუნდებთან არ მიიმართვას დაცვით ფეხბურთს, არამედ უტევს. ამიტომ მისი ყურება საკმაოდ საინტერესოა, რადგან როცა ხედავ, რომ მსოფლიოში უძლიერესი საგოლე ასისტენტი - ტონი კროოსი ისეტ გადაცემებს აკეთებს, რომ კამერაც კი ვერ ასწრებს დაფიქსირებას, ყბა შეიძლება ჩამოგივარდეს. ბრაზილიელი მარსელო მისთვის ჩვეული ფინტებით გადის საჯარიმოში და ხელსაყრელ პოზიციაში იქნება, ურტყამს, ხოლო თუ ხელს უშლიან, გადაცემას აკეთებს ბენზემაზე ან სხვა ფეხბურთელზე, რომელიც საჯარიმოში აღმოჩნდება. ესპანელი ისკო „რეალის“ აწმყო და მომავალია, მას ზიდანი ცრუ ფორვარდის პოზიციაზე ათამაშებს შემტევი ტაქტიკის შემთხვევაში, ხოლო დაცვითი ფეხბურთის დროს მას ვალვერდეთი ანაცვლებენ. თანაბარი, პოზიციური თამაშის დროს კი ის გამთამაშებელია. ამ ყველაფრის შეჯამებით გამოგვივა შემადგენლობა 

                                            4-3-1-2

                                            კურტუა

 

კარვახალი                       სერხიო                 ვარანი                             მარსელო

 

კროოსი                             კასემირო                                მოდრიჩი{ან ვალვერდე}

 

                                                ისკო

 

     ბენზემა                                                                          ედენ აზარი

 

ჯერჯერობით „რეალი“  და „ბარსელონა“ თანაბარი ქულებით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. ჩემპიონთა ლიგაზე კი „სამეფო კლუბი“ ტრადიციულად მერვედფინალში იასპარეზებს

 

„რეალის“ სატრანსფერო მდგომარეობა:

მადრიდის „რეალი“ ცნობილია თავისი ფინანსური ძლევამოსილებით. ამ ორ წელიწადში ისინი დაემშვიდობნენ გუნდის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს, რამაც კრიზისი გამოიწვია, მაგრამ ზინედინ ზიდანმა მალევე დააყენა გუნდი ფეხზე, როდესაც „რეალში“ ახალი ფეხბურთელი აზარი გამოჩნდა. გულშემატკივართა გასაკვირად აზარი ვერ იქცა „რეალის“ ვარსკვლავთა სისტემის მთავარი წერტილად. ეს ადგილი კარიმ ბენზემამ დაიკავა.

 

ამ ორი წლის განმავლობაში  „რეალმა“ ყველაზე დიდი თანხა რონალდუს 100 მილიონ ევროდ გაყიდვით მიიღო.