1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

მუსიკის გავლენა - თეკლას ბლოგი

BLOG

06-03-2020 15:16

Views: 4194

Shares:

 

მუსიკას ძალიან დიდ გავლენა აქვს ადამიანზე და დიდ როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. სხვადასხვა ჟანრის მუსიკას სხვადასვა ხასიათის ადამიანები უსმენენ. ასაკთან ერთად მუსიკალური გემოვნებაც გვეცვლება. ეს დამოკიდებულია ადამიანის გუნება-განწყობაზე. დეპრესიის დროს ადამიანი უფრო მოსაწყენ მუსიკას უსმენს, კარგ განწყობაზე  მხიარულ მუსიკას და ა.შ. 

 

მუსიკა მართლაც საოცრად მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. იგი გვამშვიდებს, აღფრთოვანებაში მოვყავართ, განწყობას გვიმაღლებს, შთაგონების წყაროდ გვექცევა და შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოგვგვაროს. მას სამკურნალო მიზნებისთვისაც იყენებენ სულიერად დაავადებულთათვის

 

პირადად მე, უმეტესწილად როკს და მის სხვადასხვა ჟანრებს ვეცნობი: Black Sabbath, Velvet Underground, King Crimson და ა.შ.  ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა იქონია მამაჩემმა, რადგან მასაც მუსიკის იგივე მიმდევრობა მოსწონს.

 

 

პატარობისას ხშირად მირთავდა ხოლმე როკს და ამიტომ შემიყვარდა ეს ჟანრი. ჩემზე მუსიკა პოზიტიურად მოქმედებს. მუსიკის მოსმენისას უფრო თამამი და თავდაჯერებული ვხვდები. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მხოლოდ მუსიკას შეუძლია ჩემი დამშვიდება. გავიკეთებ ყურსასმენებს და ვარ ჩემს სამყაროში. მე ვთვლი, რომ მუსიკა არის სამყაროს გადამრჩენი. მუსიკის გარეშე ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა.