1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ედგარ დეგა - ნიკოს ბლოგი

BLOG

06-03-2020 15:23

Views: 399

Shares:

მხატვრებთან, კრიტიკოსებთან და საზოგადოებასთან ბრძოლაში მანეს ძალას აძლევდა მისი შინაგანი რწმენა და სიცოცხლის ხალისი. დეგა, კი მისგან სრულიად განსხვავებული იყო. მას სურვილი არ ჰქონია სხვის აზრების წინააღმდეგ ებრძოლა და განმარტოება აირჩია.

 

ედგარ დეგა დაიბადა 1834 წელს. იგი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ამ პერიოდში განსაკუთრების აღფთოვანებულნი იყვნენ ენგრით. ამიტომაც, ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, დეგა დახვეწილი ხელოვნების სკოლის მოწაფე გახდა. ამ დროს მან ასევე ლუი ლამოტის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. 

 

ახალგაზრდა მხატვარი ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე იტალიას, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, რომელიც მუდამ იტალიის აღორძინების ავტორიტეტზე საუბრობდა. 1857-1858 წლები მან იტალიაში გაატარა, სადაც რენესანსის პერიოდის ნახატების მრავალი ასლი გადაიღო. 

 

დეგას ახალგაზრდობაშივე შეეძლო ზუსტი გამოხატულების პორტრეტების ხატვა. იგი ამის დიდოსტატი იყო.

 

სურათი „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მხატვრის ბიძა, მამიდა და ორი მამიდაშვილი, პარიზშია შესრულებული 1860-1862 წლებში. ამ ნამუშევარში დახატულია რეალისტური სცენა, თუმცა ნახატი სივრცეს ვერ გადმოგვცემს. ჰარმონიული და ნაზი ცისფერი, თეთრი და შავი ფერები ვერ ქმნიან ტონალურ ეფექტს. დეგას მთელი ყურადღება ადამიანების ფიგურების ასახვაზე აქვს გამახვილებული. სურათში გადმოცემულია არისტოკრატების დახვეწილი ზრდილობა და მათი მბრძანებლური და მედიდური სილუეტი.

 

შვიდი წლის შემდეგ, 1867 წელს, დეგამ დახატა მისი დის და სიძის  პორტრეტი: „ცოლ-ქმარი მორბილები“. ნახატი კვლავ ენგრის სტილშია გაკეთებული, მაგრამ სრულიად ახალი სიმძლავრით არის შესრულებული. მისი ძირითადი ფერები ინტენსიურია, რაც არ არის „ბელელების ოჯახი“: შავი და ნაცრისფერი კონტრასტს ქმნის ყვითელი კედლის ფონად, ყვითელი და შავის კონტრასტი გრძელდება მაგიდაზე გადაფარებულ სუფრაზე, ხოლო ქალის ფიგურის ფერი უხდება ფონის მონაცისფრო ლურჯ ფარდებს. 

 

 

სიცოცხლის ბოლო წლებში დეგამ იგრძნო თანდათანობით მხედველობის დაკარგვა და ამის გამო, რაც შეიძლება მეტს ხატავდა. დაბრმავების შემდეგ ის იძულებული იყო თავი დაენებებინა ფერწერისთვის. მან ამის შემდეგ დაიწყო პატარა ზომის თიხის და ცვილის ქანდაკებების შექმნა, რასაც მოგვიანებით „ბრმის ხელოვნება“ ეწოდა. 1917 წლის 27 სექტემბერს დეგა გარდაიცვალა.