1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ვინსენტ ვან გოგი - ნიკოს ბლოგი

BLOG

06-03-2020 15:28

Views: 170

Shares:

ვინსენტ ვილიამ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 29 ივლისს ქალაქ გროტ-ზიუნდერტში, ჰოლანდია. ვან გოგი იყო ფერმწერი და გრაფიკოსი პოსტ-იმპრესიონისტი.

 

კარიერის დასაწყისში იგი მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონში და პარიზში სავაჭრო ფირმის კომისიონერად. ორი წელი მოძღვრადაც კი მუშაობდა და ავრცელებდა პროტესტანტიზმს. 

 

27 წლის ასაკში დაინტერესდა მხატვრობით და დაიწყო სხვადასხვა სამხატვრო აკადემიის ლექციებზე  დასწრება. თავიდან ის ხატავდა გლეხებს, მეთევზეებს, ხელოსნებს და სხვა. 

 

1886-1888 წლები მან გაატარა პარიზში. მისი ძმა ამ დროს იქ ცხოვრობდა, ვისი დახმარებითაც გაეცნო პარიზის სამხატვრო ცხოვრებას. მისი მეგობრობა ისეთ ცნობილ იმპრესიონისტ მხატვრებთან, როგორიცაა, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი და პოლ გოგენი,  აისახა მის მხატვრობაშიც: ვან გოგის ნახატები ტილოებზე უფრო გამბედავი გახდა, ხოლო მუქი ფერები შეიცვალა უფრო კაშკაშა და მოციმციმე ფერებით. 

 

1880-იანი წლების ბოლოს მას დიდი დეპრესიის დიაგნოზი დაესვა. 

 

მხატვარი ამ პერიოდში ორ სხვადასხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მკურნალობდა, რაც მის ნახატებშიც აისახა. 

 

1890 წელს ბან გოგმა 37 წლის ასაკში თავი მოიკლა.

 

 

მისი ყველაზე ცნობილი ნახატებია: მზესუმზირები რომელიც მან დახატა 1888 წელს, საწოლი ოთახი არლში, რომელიც დახატულია 1888 წელს, და ვარსაკვლავებიანი ღამე დახატული 1889 წელს.