1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

იმპრესიონიზმი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 15:33

ნახვა: 3290

გაზიარება:

იმპრესიონიზმი არის მე-19 საუკუნის მხატვრული მოძრაობა. ეს ფრანგული სიტყვა შთაბეჭდილებას ნიშნავს. ამ პერიოდში მხატვრები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩებში და დაიწყეს ხატვა მზის სინათლეზე. 

 

იმპრესიონიზმი დაიწყო საფრანგეთში, როდესაც შვიდმა პარიზელმა მხატვარმა გამოფინა თავისი ნახატები 1870-1880 წლებში. 

 

ამ მიმდინარეობის ცნობილი ნახატები გამოირჩევა წარმავალი შთაბეჭდილებებით, მოვლენების ცვლით და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვით. 

 

იმპრესიონიზმი საფრანგეთში სხვა მხატვრების მიერ იდევნებოდა, რადგან ის არ ეყრდნობოდა მხატვრობის იმდროინდელი ტრადიციული სწავლების მეთოდებს. ცნობილი იმპრესიონისტები არიან კლოდ მონე, ედუარდ მანე, კამილ პისარო, ედგარ დეგა და სხვები. მათი მსოფლიოში განთქმული შედევრებია: მზის ამოსვლა, საუზმე ბალახზე, პატარა ფაბრიკა და საცეკვაო კლასი.