1
1
2
Home OUR SCHOOL NEWS BLOG CONTACT

ედუარდ მანე - ნიკოს ბლოგი

BLOG

06-03-2020 15:38

Views: 197

Shares:

დღეს, როდესაც მანეს ნამუშევრებს ვხედავთ, ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც სრულყოფილ და ადვილად გასაგებ ხელოვნებად. წარსულში კი ასე არ თვლიდნენ. მანეს უწევდა ბრძოლა, რომ დაემტკიცებინა თავისი ქმნილებების მხატვრული მნიშვნელობა, რადგან მე-19 საუკუნეში იმპრესიონიზმი იდევნებოდა.

 

ექვსი წლის განმავლობაში, 1854-1860 წლებში, მანე ფერწერას სწავლობდა კუტიურთან, რომელმაც დახატა „დაცემის დროის რომაელთა“. ამ სურათმა დიდ წარმატებას მიაღწია, რადგან ის შეესაბამებოდა საზოგადოებისა და კრიტიკოსების გემოვნებას. ანტიკური  ისტორიის სიუჟეტის მიხედვით დახატული ეს სურათი იმ „იდეალური მანერით“ არის შესრულებული, როგორც იმ პერიოდის ანტიკურ ნახატებს შეეფერებოდა.

 

ფერწერის ის დარგი, რომელშიც მანე მოღვაწეობდა: პეიზაჟები, ყვავილები, ნატურმორტები და პორტრეტები -  მას არ აკმაყოფილებდა. მანე არასოდეს უწევდა ანგარიშს იმას, რომ მისი შემოქმედების ძალა სწორედ სახეების შექმნაში იყო. კომპოზიციის იდეით, რომლითაც მხატვარი 1863 წელს იყო შეპყრობილი, მან „საუზმე ბალახზე“ დახატა, რომელიც „განკიცხულთა სალონში“ გამოფინა.


 

მისი ცნობილი ნახატი „ნავში“, 1874 წელსაა შექმნილი. იგი ასახავს პერსონაჟების პოზებს და მათ ურთიერთობებს. კომპოზიცია შესრულებულია მუქ ყავისფერ, ცისფერ და თეთრ ტონალობებში. ამით იქმნება მუქი და ნათელი ფერების მთლიანობა. ნახატზე ასახულია ნავი, ქალი და მამაკაცი.

 

 

მისი ერთ-ერთი ცნობილი ნახატი „ლუდის მომტანი ქალი“ 1878 წელს არის შექმნილი. წინა პლანზე დახატული ფიგურები კომპაქტურ ჯგუფს ქმნიან. მათი გარჩევა ადვილია სინათლით, ჩრდილებით და კონტრასტებით. ნახატში ჭარბობს შავი ჩრდილები, მაგრამ შორეული ფონი ნათელია, ამიტომ სურათის მთლიანობა მუქი და ნათელი ფერებისაა. 

 

სიცოცხლის ბოლო წლებში მანე აღარ ცდილობდა თავის მოწინააღმდეგებთან ბრძოლას, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ თავდასხმას. ზოგიერთი მეგობარი ჩამოშორდა მას. მანეს ჰქონდა დაავადება, რომელმაც მისი სიკვდილი დააჩქარა. დაავადებამ მოანდომა მას, რომ მუდამ დამტკბარიყო ყვავილების და ქალების ცქერით. 1883 წელს ედუარდ მანე გარდაიცვალა. მისმა მეგობარბა დეგამ თქვა: „მანე უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონაო“.