1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ჯაზი - ნიკოს ბლოგი

ბლოგი

06-03-2020 15:58

ნახვა: 3923

გაზიარება:

ჯაზი ორიგინალური ამერიკალური მუსიკის ფორმაა, რომელიც 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა. ჯაზი ეფუძნება დასავლეთის მუსიკალურ ტექნიკას და მის განვითარებაში უდიდესი წილი მიიღო აფრო-ამერიკელთა კულტურამ და ტრადიციებმა. ჯაზის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმპროვიზაცია, რაც ნიშნავს ადგილზევე გამოგონებას.

 

თავდაპირველად ჯაზ მუსიკა ნიუ-ორლეანში შესრულდა. ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე. იგი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. მალევე მასთან ერთად გამოჩნდნენ ფრედი კეპარდი და კლარენს ვილიამსი. ეს მუსიკოსები უმრავლესობისთვის უცნობია, მაგრამ მათ მოახდინე ს ზეგავლენა დღევანდელ ჯაზზე. 

 

ჯაზმენების მეორე ტალღა იყვნენ ჯო ოლივერი, ჯელი როლ მარტონი და სხვები.მათ გააუმჯობესეს და გაართულეს ჯაზის შესრულების ტექნიკა. 

 

 

ჯო ოლივერმა ნიუ-ორლეანში აღმოაჩინა ახალგაზრდა მესაყვირე ლუის არმსტრონგი. არმსტრონგი მალევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მთელ მსოფლიოში.