მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ოქსფორდის უნივერსიტეტი

ბლოგი

18-03-2018 18:57

ნახვა: 566

გაზიარება:

ოქსფორდის უნივერსიტეტის დაარსების თარიღი უცნობია. სწავლების პირველი ჩანაწერები 1096 წელს, ჰენრი მესამის მეფობის დროსაა დაფიქსირებული. 1209 წელს, უთანხმოების შედეგად ოქსფორდის უნივერსიტეტიდან წამოსულმა აკადემიკოსებმა კემბრიჯის უნივერსიტეტი დააარსეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები გამუდმებულ რბოლაში არიან.

 

 

სტუდენტების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტი გაიყო: ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებად. XIII საუკუნის დასასრულს ოქსფორდის ტერიტორიაზე დასახლდნენ რელიგიური ტომები და ზეგავლენის ქვეშ მოამწყვდიეს მთელი უნივერსიტეტი. მათ შექმნეს რამოდენიმე ახალი “ჰაუსი” და “ჰოლი”.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის დამფუძვნებლები იყვნენ: უილიამი დურჰამიდან, ჯონ ბალიოლი და ვოლტერ დე მერტონი. 1820-იან წლებამდე, ინგლისში, აკრძალული იყო ახალი უნივერსიტეტების დაარსება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პირველობის ასპარეზზე მხოლოდ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები იბრძოდნენ.   

ოქსფორდის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ ოქსფორდში, ინგლისი.


ტოპ ფაკულტეტები


 

ოქსფორის უნივერსიტეტი მრავალფეროვანია ფაკულტეტების მხრივ. მასსში გვხვდება 48 ფაკულტეტი, რომელთაგანაც უმეტესობა მსოფლიოში საუკეთესოდ სწორედ ამ უნივერსიტეტში ისწავლება. ოქსფორდის ეგრეთწოდებული ოქროს ფაკულტეტებია: თანამედროვე ენების ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი, სოციალური მეცნიერებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი და ხელოვნებისა და ჰუმანიტარული ფაკულტეტები. ახალგაზრდებს, რომელთაც ამ განხრით უნდა წარმატების მიღწევა, მათთვის ოქსფორდის უნივერსიტეტი საუკეთესოა.

 

აქტივობები


 

დიახ, რა თქმა უნდა სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მკითხველს ალბათ დააინტერესებს რითი შეუძლია თავისუფალ დროს გაერთოს. არც ამაში ჩაჭრილა ჩვენი უნივერსიტეტი. ოქსფორდის უნივერსიტეტში მრავალფეროვანი არჩევანია კლასგარეშე აქტივობების. სპორტული თამაშები მათი ტრადიციაა. ამგვარი თამაშებია: ქუიდიჩი და ოქტოპუში. ასევე მრავალადაა არასპორტული აქტივობები, როგორიცაა: ზაფხულის ბანაკი და რელიგიური აქტივობები. უნივერსიტეტს გააჩნია რადიო და ჟურნალი, რომლის სათავეშიც მოსწავლეების ჯგუფი დგას. კვირაში ერთხელ სხვადასხვა თემებზე ტარდება დებატები. ასევე არის ოქსფორდის უნივერსიტეტის მოსწავლეთა კავშირი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს კავშირი არის ბმული მოსწავლეთა და დირექციის შორის.

 

სასწავლებლის დამთავრება


 

ოქსფორდის სასწავლებელი ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს დამთავრებული. სწორედ სასწავლებლიდან იწყება ჩვენი წარმატება, სასწავლებელია ფესვი აღმავლობისა. ოქსფორდიდან არა მხოლოდ მომავალი წარმატებული მეცნიერები, არამედ სხვა ყველა პროფესიის მასტერი ადგამს ფეხს. სტივენ ჰოკინგი და დოროთი ჰოდგკინი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლული მეცნიერები არიან. მწერლებიდან ოსკარ ვაილდი და ელიოტ მერტონი არიან უნივერსიტეტის შვილები. ბილ კლინტონი და უილიამ გლედსტოუნიც ოქსფორდის ოქროები არიან. როგორც ხედავთ, ოქსფორდს ბევრი წარმატებული ადამიანი გაუზრდია. შეიძლება მომავალი თქვენ იყოთ…

 

ფოტოსურათები

 

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი


 

ოქსფორდის უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი სივრცე უკავია. იგი შედგება 38 კოლეჯისაგან და 6 პერმანენტული პირადი “ჰოლებისაგან”, რომლებიც ეკუთვნის რელიგიურ ორგანიზაციებს. თითოეული მათგანი თვითმმართველია.

 

    

2. ოქსფორდის ლაბორატორია

 


 

 

 

 

 

 

ეს ქიმიური კვლევების ლაბორატორია გახლავთ. ამ ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები და დიდი აღმოჩენები ფიქსირდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სიმდიდრე ეს მაღალი დონის მედიცინის კოლეჯებია. აქ შეისწავლება მედიცინის და მეცნიერების ყველა განხრა. თითოეულ კოლეჯს თან ახლავს რამოდენიმე ლაბორატორიული ცენტრი, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ უფლება თვითონვე გამოცადონ ყველაფერი ის, რასაც სახელმძღვანელოებში კითხულობენ.

 


ლაბორატორიების საშუალებით, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ჯგუფური მუშაობა და თავიანთი რწმენები გააღრმავონ და გაამკვრივონ. ლაბორატორიებში შესვლამდე ისწავლება ყოველი ხელსაწყოს გამოყენება და მოსწავლეების სხეულის უდიდესი ნაწილი იფარება, ამიტომ საშიშროებაზე ფიქრი შეგიძლიათ თავიდან ამოიგდოთ.

 

 

3. უნივერსიტეტის კაფეტერია

 

 

ალბათ შეამჩნიეთ, რომ კაფეტერია ოქსფორდის უნივერსიტეტს განსხვავებული აქვს. სხვა კოლეჯებთან შედარებით ეს კაფეტერია უფრო მდიდრული და დიდებულია. კი მაგრამ, რატომ? ალბათ თქვენ ეს კითხვა გაგიჩნდებათ. საქმე იმაშია, რომ ოქსფორდის კაფეტერია ეს ის ადგილია, სადაც ყოველ წელს ახალი სტუდენტების მიღების ცერემონია წარიმართება. (ისევე, როგორც ფილმში “ჰარი პოტერი”.)

 

4. ბიბლიოთეკა


 

 

 

 


 

 

ჩვენ გირჩევთ