გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლეების დიდი წარმატების ამბავს!
წელს ინგლისში, კინგჰემში ჩატარდა ყოველწლიური "ევროპის მოსწავლეთა კონვენცია" (ESC), სადაც ჩვენი სკოლიდან გაემგზავრნენ მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ლაცაბიძე და მე -9 კლასის მოსწავლე ანასტასია მგელაძე. ბავშვებს თან ახლდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებელი ლელა ქარელი და ამერიკული ორგანიზაცია "Mark4harvest"-ის საბჭო წევრი ბერი ქორდერი.
ამ ყრილობაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები ინგლისიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, ესპანეთიდან, ირლანდიიდან, უკრაინიდან და ა.შ.
ბავშვები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა : სპორტის სხვადასხვა სახეობა, ხელოვნება, მუსიკა, ესსე-ს წერა, პრეზენტაცია და ა.შ.
ნიკოლოზ ლაცაბიძემ მოიპოვა ორი საპრიზო ადგილი : I ადგილი PPT პრეზენტაციაში "Georgia - a Bastion of Christianity" და მე III ადგილი სირბილში 100-მეტრიან დისტანციაზე.
ანასტასია მგელაძემ მოიპოვა ოთხი საპრიზო ადგილი: I ადგილი მუსიკაში, სადაც მან დაუკრა ფორტეპიანოზე, I ადგილი ტენისში, II ადგილი ესეში "What is a Christian School?" და მე III ადგილი სირბილში 200 მეტრიან დისტანციაზე.
ძვირფასო ნიკო და ტუსა, მთელი სკოლის კოლექტივის სახელით გიცხადებთ, რომ უზომოდ გვეამაყებით! გილოცავთ და მრავალ სხვა წარმატებას გისურვებთ.