1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

წინასაახალწლო ღონისძიებები

სიახლე

28-12-2023 19:00

ნახვა: 237

გაზიარება:

"მომავლის სკოლაში"  დეკემბერის ბოლო კვირა იყო დატვირთული ბევრი საინტერესო წინასაახალწლო ღონისძიებებით:

უსაყვარლესმა პირველი კლასის მოსწავლეებმა "ABC"  სიმღერების შემაჯამებელი გაკვეთილი წარადგინეს და  მათ გადაეცათ ABC დიპლომები.  სუპერვაიზერი : ირინა ფაჩუაშვილი.

"მკითხველთა თეატრის“  პატარა უცხოელმა მკითხველებმა წაიკითხეს  ქართული ხალხური ზღაპარი «კომბლე».  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა პატარა უცხოელმა სტუდენტებმა ქართული ენის შესწავლა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყეს. წარმოდგენა გაიხსნა პატარა ნიჭიერი ტანმოვარჯიშე - სალომეა კაზაჩკოვას ცეკვით.  დამრიგებელი: ინგა ქლიბაძე

"მკითხველთა თეატრის“ მეორე კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  სპექტაკლი «დათვის წვეულება». პატარა მსახიობებმა შესანიშნავად შეასრულეს საკუთარი როლები, მაყურებლის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურეს და მქუხარე ტაშით დაჯილდოვდნენ. დამრიგებელი : მაია მჭედლიშვილი

ასევე ჩატარდა პრეზენტაციები თემებზე
"My Favorite Animation"  და "My Favorite Hobbies" .  დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ვიდეო პრეზენტაციაში ისაუბრეს მათ საყვარელ ანიმაციურ გმირების შესახებ, ხოლო მეშვიდე კლასმა განიხილა თუ რისი კეთება უყვართ თავისუფალ დროს და რა არის მათი გატაცება.  სუპერვაიზერები: მარიკა ჩხაიძე და ირინა ფაჩუაშვილი