1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

"Spelling Bee"

სიახლე

28-12-2023 16:10

ნახვა: 165

გაზიარება:

       28 დეკემბერს  "მომავლის სკოლაში" პირველად ჩატარდა "Spelling Bee" - ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი, სადაც მონაწილეები ეჯიბრებოდნენ  ერთმანეთს ინგლისური ენის სხვადასხვა სირთულის სიტყვების ზეპირ დამარცვლაში.  ინგლისური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვების მართლწერა და წარმოთქმა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ეს კონკურსი აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეს წარმოაჩინოს თავისი ცოდნა.  ღონისძიება გაიმართა სკოლის პრეზიდენტის, ნინო ბერიძისა  და ვიცე პრეზიდენტის, სალომე ოდიშარიას, ორგანიზებით. მათ დაეხმარა "სუპერვაიზერი" თინა ფერაძე.

პირველი ადგილი დავით გელაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი - ვაკო საგუაშვილმა,  ხოლო მესამე ადგილი ერგო ნუცა გაგოშიძეს.

კონკურსს ესწრებოდა ჩვენი სკოლის დირექტორი - ბატონი კონრად ჰენნი. მან აღნიშნა, რომ ამიერიდან ეს კონკურსი "მომავლის სკოლაში" ყოველ წელს ჩატარდება. ბატონმა კონრადმა საპრიზო ადგილების მფლობელებს გადასცა სიგელები, ხოლო გამარჯვებულს ერთი წლით გადაეცა სკოლის თასი.

ღონისძიების დასასრულს, დირექტორმა სკოლის სახელით დაასაჩუქრა ჩვენი მოსწავლეები ტუსა მგელაძე და ნიკოლოზ ლაცაბიძე, რომლებმაც არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს ევროპის  სტუდენტთა ყრილობაზე ინგლისში.

ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ და გისურვებთ უამრავ წარმატებას!