სიახლე
ნახვა: 1236
გაზიარება:
წარმოგიდგენთ მომავლის სკოლის I კლასის დამრიგებლის, ქ-ნი ინგა ქლიბაძის პროექტს, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი, მოწონება და გამოხმაურება მოიპოვა.
"ხშირად არის შემთხვევა,როცა ბავშვებს პირველ კლასში უჭირთ სწრაფი და გამართული კითხვა, არ აქვთ საკმარისი ლექსიკური მარაგი, მათთვის სირთულეს წარმოადგენს წაკითხულის გააზრება და სხვა. ზემოთხსენებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მოსწავლეებთან შეთანხმებით შეიქმნა ხმოვანი წიგნი, რომელიც პატარებს დაეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, შესწავლილი მასალის განმტკიცებასა და კითხვის პრობლემების დაძლევაში . წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ უცხოენოვანი მოსწავლეები. ამავდროულად, იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული წიგნი სხვა ჩვენს თანატოლებსა თუ მომავალ პირველკლასელებსაც გაუწევს მეგზურობას ცოდნის სამყაროში" © ინგა ქლიბაძე