"მომავლის სკოლა" ყოველწლიურად უერთდება კამპანიას “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”.
წინა კვირას ჩვენი პედაგოგის, მაია მჭედლიშვილის ორგანიზებით და მომავლის სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დარბაზში ჩატარდა "დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს" მიძღვნილი ღონისძიება და მისი მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.
2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "21" აირჩიეს იმიტომ, რომ მეცნიერების დასკვნით დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა.
მას იწვევს დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში.