სიახლე
ნახვა: 2620
გაზიარება:
25 მაისს ,,მომავლის სკოლაში“ ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის უცხოელი მოსწავლეები. პატარებმა ქართულ ენაზე ისაუბრეს მათი საყვარელი ცხოველების შესახებ, ხოლო მოზრდილებმა გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები საქართველოსა და ირანზე, ასევე აუდიტორიას ქართულ ენაზე გააცნეს ამ ორი ქვეყნის ტრადიციები, ბოლოს კი ერთად შეასრულეს რამდენიმე ქართული ცეკვა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ თამარ მშვიდობაძე და ავთანდილ სულაძე.