სიახლე
ნახვა: 3473
გაზიარება:
დღეს განსაკუთრებული დღეა - 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!
ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის პატარა მოსწავლეებმა ფერადი ცარცებით მოხატეს სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
ხოლო მე-11 კლასის მოსწავლის, თამარ ლაცაბიძის ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სკოლაში გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და საკონდიტრო ნაწარმის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.ამ კეთილ საქმეში სიამოვნებით ჩაერთნენ როგორც ჩვენი სკოლის მოსწავლეები,ასევე პედაგოგებიც.
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა ბედიანის ბავშვთა სახლის ანგარიშზე.
მადლობა მეგობრებო! სიკეთე გადამდებია!