1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

ტალანტ შოუ

სიახლე

19-06-2018 01:03

ნახვა: 690

გაზიარება:

14 ივნისს „მომავლის სკოლაში“ კიდევ ერთი საინტერესო  ღონისძიება გაიმართა . ჩვენი მე-11 კლასის მოსწავლის, თამარ ლაცაბიძის ინიციატივითა და ორგანიზებით და უფროსი კლასების სუპერვაიზერის, თინათინ ფერაძის დახმარებით,  ჩატარდა სკოლის ისტორიაში პირველი "ტალანტ-შოუ", სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს.
მონაწილეებმა შეასრულეს ჟანრობრივად განსხვავებული ნომრები, მათ შორის ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი ნახატები, იმღერეს სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე, დაუკრეს ფორტეპიანოზე , ვიოლინოზე  და ტრადიციულ  აზიურ საკრავებზე ,იცეკვეს თანამედროვე ცეკვები პანტომიმის ელემენტებით, ასევე  იცეკვეს  ქართული "ლაზური" და სპარსული ცეკვები, წარმოგვიდგინეს ფოკუსები და თავიანთი გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, წარდგნენ  კარატეს ილეთებით და ა.შ.

 

ჟიურის წევრების შემადგენლობა: მომავლის სკოლის დამფუძნებელი - ბ-ნი ერლ თრითი, დირექტორის მოადგილე - ქ-ნი ნუცა ქორელი, ადმინისტრატორი - ქ-ნი ნანული მეტრეველი და სკოლის საქმეთა მწარმოებელი  ქ-ნი ნატო მიქავა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა დირექტორი ბ-ნი რაიან ჯეისონ არნერი.

პირველი ადგილი დაიკავა პატარა პიანისტმა - ანასტასია მგელაძემ;
მეორე ადგილი გადაეცა  ილია ჩხაიძეს ;
მესამე ადგილზე გავიდნენ სურუშ ბაჰრამი და ძმები არია და ამირ მოაედები.

დანარჩენ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. მადლობას ვუხდით მონაწილეებს და ორგანიზატორებს.