სიახლე
ნახვა: 2202
გაზიარება:
დღეს, 1 ნოემბერს, "მომავლის სკოლის" VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიით "ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში", სადაც გაეცნენ სხვადასხვა საკრავების შექმნის ისტორიას და მოისმინეს ზოგიერთი მათგანის ჟღერადობა. ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში წარმოდგენილმა ძველმა საკრავებმა. მადლობას ვუხდით "ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის" თანამშრომლებს.
პედაგოგები: ნანა ყანჩაველი და ნინო იოვაშვილი