სიახლე
ნახვა: 1227
გაზიარება:
10 ივნისს „მომავლის სკოლაში“ გაიმართა რიგით მესამე "Talent Show".
მონაწილეებმა მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება თავისი მრავალმხრივი ნიჭით. წარმოდგენილი იყო განსხვავებული მუსიკალური ნომრები, ცეკვები, პოეტური ჩანახატი, ფოკუსი და საინტერესო ნახატები. "მომავლის სკოლაში" ნამდვილად ნიჭიერი თაობა გვყავს!
პატივცემული ჟიურის წევრებს გაუჭირდათ გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველი ადგილი დაიკავა პაატა გაკაფაშვილმა. პატიკოს ცეკვამ ჩვენი პატივცემული ჟიურის წევრი და მასწავლებლებიც კი ააცეკვა.
მეორე ადგილი გადაეცა ნინა ჩხაიძეს, რომელმაც დაიმსახურა ოვაციები "ავე მარიას" შესრულებით;
მესამე ადგილზე გავიდა რეპერი - საბა ნოზაძე, რომელმაც ცნობილი ჰიტის არანჟირებული ვერსია შეასრულა.
მაყურებელთა რჩეულთა წოდება "People Choice Award" უკრაინიდან ჩამოსულმა პატარა მოცეკვავემ - სოფია ნაჭყებიამ მოიპოვა.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და პატივცემულ ჟიურის. განსაკუთრებული მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და წამყვანებს. ბრავო ლუკა აბაშმაძეს, სანდრო გიგოლაშვილს, ნიკოლოზ დორეულს, ილია იმნაძეს და ვანო ბერიძეს! ბავშვებმა ისეთი მაღალი საორგანიზაციო კლასი აჩვენეს, რომ ნამდვილად საუკეთესო Talent Show გამოვიდა ჩვენი სკოლის ისტორიაში!