მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კატეგორია

სკოლის ისტორია

„მომავლის სკოლა“, რომელიც დაარსდა 1992 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე  როგორც არასამთავრობო/საქველმოქმედო ორგანიზაცია. იყო საქართველოში პირველი კერძო სკოლა და მისი დაარსება მოხდა იმავე წელს, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებელო. 1999 წელს სკოლა დარეგისტრირდა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო (შ.პ.ს.). თუმცა, დამფუძნებლების ინიციატივით სკოლის მოგება ხმარდება ისევ სკოლის განვითარებასა და კეთილმოწყობას. ეს ხორციელდება სკოლის დაარსებიდან დღემდე.

 

„მომავლის სკოლა“ მოსწავლეებს სთავაზობს ორ პროგრამას, ამერიკულს და ქართულს. პირველად სკოლის ქართულმა პროგრამამ 2011 წელს გაიარა ავტორიზაცია, შემდეგი 2016 წლის სექტემბერში. 2015 წლის 6 ივნისს „მომავლის სკოლის“ ამერიკულ პროგრამას ამერიკაში დაფუძნებული საერთაშრისო ორგანიზაცია "Accreditation International"-ის მიერ 5 (ხუთი) წლის ვადით მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაციის სტატუსი. ამერიკულ პროგრამაზე მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ ყველა საგანი ინგლისურ ენაზე.

 

 

„მომავლის სკოლის“ ამერიკული პროგრამა ეფუძნება დოქტორ რ. ჰოვარდის პროგრამას და მისი მიზანია მოსწავლეების ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და განვითარება. 1974 წელს, ამერიკაში 500-ზე მეტ სკოლაში გამოიყენებოდა უკვე აღნიშნული პროგრამა. პირველი საერთაშორისო სკოლა A.C.E. პროგრამით კი გაიხსნა 1974 წელს კანადაში, მანიტობას შტატში, ქალაქ ვინიპეგში. თუმცა, წლების მანძილზე მრავალი მსგავსი სკოლა გაიხსნა უკვე ავსტრალიაში, ფილიპინებზე, აფრიკაში, რუსეთში, უკრაინაში, გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი და ავსტრია, ასევე მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. დღეს აღნიშნული პროგრამა მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება 6,000-ზე მეტ სკოლაში.

 

 

საქართველოში „მომავლის სკოლას“ 1999 წლიდან ყავს კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლასა და მუშაობას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

 

 ამჟამად, „მომავლის სკოლაში“ ქართველი და უცხოელი მოსწავლეების ჩათვლით სწავლობს 300-მდე მოსწავლე.

სკოლის ისტორია

ონლაინ რეგისტრაცია