1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კატეგორია

აკრედიტაცია

 
2015
წლის 6 ივნისსმომავლის სკოლისამერიკულმა პროგრამამ გაიარა შემოწმება ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია "Accreditation International"-ის მიერ  მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაციის სტატუსი.

 

 

"Accreditation International" საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს სააკრედიტაციო ორგანიზაციას სკოლების, საგანმანათლებლო ცენტრებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებისათვის. აღნიშნული ორგანიზაციის სტანდარტების, პროცედურების, წესებისა და სამოქმედო კურსის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი შემდგომ ინსტიტუტებს: ამერიკის კერძო სკოლების აკრედიტაციის ეროვნულ საბჭოს (NCPSA), საკარიერო/ პროფესიონალური განათლების საბჭოსა (COE) და განათლების საერთაშორისო საბჭოს, რომლებიც დაკომპლექტებულია ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონალური მაკრედიტირებელი ორგანოების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორებისაგან. აღნიშნული ორგანიზაციები და პირები ასევე არიან "Accreditation International" (AI) წევრები.


"Accreditation International" უზრუნველყოფს სკოლების განათლების სისტემის მაღალ ხარისხს და მისი მიზანია სკოლების უწყვეტი განვითარება და გაუმჯობესება, რათა მსოფლიო მასშტაბით გაიზარდოს სწავლების დონე. ორგანიზაციის სტანდარტები დაფუძნებულია საერთაშორისო კვლევებზე, საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე და აკრედიტაციის ისტორიულ პროცესებზე.

 

 

2021 წელს "მომავლის სკოლის"
ამერიკულმა პროგრამამ  ისევ გაიარა შემოწმება და საერთაშორისო აკრედიტაციის სტატუსი გაუხანგრძლივდა მომდევნო 5 წლით (2026 წლის ჩათვლით)


2021  წელს  მომავლის სკოლა/ School of Tomorrow  გახდა Middle States Association Commissions on Elementary and Secondary Schools  აკრედიტირებული წევრი. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიო ლიდერი  სკოლების  აკრედიტაციის სფეროში.




 აკრედიტაცია სკოლის  სანდოობის  საუკეთესო მაჩვენებელია .  მსოფლიოში  ექვსი რეგიონალური აკრედიტაციის საბჭო  არსებობს (რომელთაგან ერთ-ერთი არის  MSA), რომელიც კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების განხილვას.

აწ უკვე 130 წლის განმავლობაში MSA ეხმარება სკოლის ხელმძღვანელებს დასახონ და მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, შეიმუშავონ სტრატეგიული გეგმები, ხელი შეუწყონ პერსონალს განვითარებაში  და სტუდენტებს  წარმატების  მიღწევაში.ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში თითქმის 2600 სკოლა, და საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტირებულია  "Middle States Commissions on Elementary and Secondary Schools" (M.S.A.-C.E.S.S.) მიერ.

ჩვენი ამჟამინდელი აკრედიტაციის სტატუსი მოქმედებს 2026 წლამდე


2023 წლის 21 დეკემბერს, "მომავლის სკოლამ" გაიარა ACE ევროპული ოფისის მხრიდან (CEE) შემოწმება და მოიპოვა ამერიკული პროგრამის ხარისხის სერტიფიკატი.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა მთელი სკოლის საზოგადოებისთვის, რადგან ეს სერტიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სკოლის  მაღალი აკადემიური სტანდარტებით მუშაობას.

 


 

აკრედიტაცია

ონლაინ რეგისტრაცია