მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

კატეგორია

ქართული პროგრამა

ინგლისურ პროგრამასთან შეთავსებით სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნულ  სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ ქართულ საგნობრივ სწავლებას.

 

დაწყებითი საფეხური (I-VI)

 

დაწყებით საფეხურზე სწავლება უზრუნველყოფილია  თანამედროვე სასწავლო მეთოდებითა და მიდგომებით. სასწავლო პროცესი მორგებულია ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების ეტაპებს. სწავლა-სწავლება ითვალისწინებს როგორც ბავშვის ინდივიდუალურ მონაცემებსა და შესაძლებლობებს, ასევე ორიენტირებულია მის ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში განვითარებაზე. სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგების მთავარი მიზანია, საპროგრამო მასალის გარდა, გააცნონ  და შეასწავლონ ბავშვებს საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული დამატებითი მასალა, რომელიც საინტერესოდ და სახალისოდ იქნება მიწოდებული. სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გარემო, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიღრმაონ სწავლის ინტერესი, შეიყვარონ კითხვა მარავალფეროვანი წიგნებითა და შეთავაზებული აქტივობებით, გამოიმუშაონ დამოუკიდებლად სწავლის, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, იმსჯელონ და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, ჩაერთონ სასწავლო პროექტებში, წრეებში და მონაწილეობა მიიღონ სასკოლო გამოფენებში.

 

საბაზო საფეხური (VII-IX):

 

საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ ცოდნა მიიღონ საინტერესო გარემოში; დაეუფლონ საბუნებისმეტყველო საგნებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კაბინეტებსა  და ლაბორატორიებში; ჩაერთონ პრაქტიკულ მეცადინეობებსა და აღმოჩენით სწავლაზე დაფუძნებულ საგაკვეთილო პროცესში. ამ საფეხურზე მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევებს. სხვადასხვა მეცნიერულ პროექტსა და პრეზენტაციაში ჩაბმით, მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებითი საგაკვეთილო ფორმატის სახით „წიგნის მოყვარულთა კლუბს“, რომელზეც მათ საშუალება ექნებათ წაიკითხონ, გაეცნონ და შემდეგ იმსჯელონ  სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებზე. ასევე, მოსწავლეები შეძლებენ ჩაერთონ ესთეტიკური ბლოკის საგნობრივ წრეებში და მონაწილეობა მიიღონ შიდა თუ გარე სასკოლო ღონისძიებებში.

 

საშუალო საფეხური (X-XII):

 

საშუალო საფეხურზე სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სრულფასოვან და ხარისხიან  განათლებას თითოეულ საგანში, რომლის საშუალებით ისინი შეძლებენ მაღალ დონეზე ჩააბარონ საატესტატო და მისაღები გამოცდები. ძირითადი საგნების სწავლების გარდა, მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ლექციები სხვადასხვა თემაზე მოწვეული სტუმრების მიერ. ასევე შეძლებენ სკოლის  მიერ წინასწარ დაგეგმილი და შეთავაზებული ფილმების ყურებას, რომლის შემდეგაც ისინი იმსჯელებენ, განიხილავენ, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და ფილმში წამოჭრილ პრობლემაზე დაწერენ ესეს. საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. კერძოდ, დამამთავრებელ კლასში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა აიღონ აბიტური საათები და სკოლის ბაზაზე სრულყოფილად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.

ქართული პროგრამა

ონლაინ რეგისტრაცია