1
1
2
მთავარი ჩვენი სკოლა სიახლეები ბლოგი კონტაქტი

დამფუძნებელთა საბჭოს წერილი

სიახლე

04-08-2024 14:57

ნახვა: 683

გაზიარება:

03.06.2024          

                                           

ძვირფასო მშობლებო, 

 

 დამძიმებული გულით  გატყობინებთ, რომ Mark IV Harvest-ის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დახუროს თბილისის მომავლის სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს,  2024 წლის 15 ივნისს.

             ჩვენ იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ ერთი წლის წინ, 2023 წლის ივნისში, მაგრამ სკოლის მასწავლებლებისა და მშობლების მგზნებარე მიმართვის გამო, შევთანხმდით, რომ სკოლა კიდევ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაააგრძელებდა ფუნქციონირებას. საბჭოს წევრებზე ძალიან იმოქმედა მასწავლებლებისა და მშობლების სკოლის მიმართ თავდადებამ და  სიყვარულმა.  ასევე გვინდოდა მივნდობოდით უფალს და ახალი  დირექტორისთვის მიგვეცა შესაძლებლობა შეეცვალა სკოლის ბედი.

            თუმცა, სკოლა მხოლოდ გრძნობებით ვერ იმუშავებს. ბატონი კონრად ჰენნის დაქირავებით, ვფიქრობდით, რომ სკოლა საუკეთესო ხელში იყო და ვაფასებთ ყველაფერს, რაც მან გააკეთა. თუმცა, სკოლის წინაშე არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დონემდე, რომ უკვე შეუძლებელი გახდა სკოლის ფუნქციონირების შენარჩუნება.

            უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოში ახალი კანონის მიღებით, საზღვარგარეთ ინვესტორების განწყობა ისეთი გახდა, რომ სკოლისთვის გარე ინვესტიციის მოძიება უკიდურესად შეუძლებელი იქნება. ეს იყო სკოლის გადარჩენის  გეგმის გადამწყვეტი ნაწილი და იმის გამო, რომ ეს აღარ მოხდება, ვეღარ გავაგრძელებთ.წინა სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის მუშაობის გაგრძელების შესახებ ჩვენი ვალდებულების აღების შემდეგ, ბევრმა მშობელმა  მაინც დატოვა სკოლა, რითაც სკოლაში ჩარიცხვები მკვეთრად შემცირდა. მოსწავლეთა ჩარიცხვა, რა თქმა უნდა, სკოლის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობის ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდის გარეშე შეუძლებელია ფუნქციონირების გაგრძელება. ჩვენ არ ველით, რომ მოსწავლეთა ჩარიცხვა მნიშვნელოვნად გაიზრდება ისე, რომ სკოლამ გააგრძელოს არსებობა.

             2023 წლის ივნისიდან შენობის ყოველთვიური ქირავნობის ღირებულება 40%-ით გაიზარდა. მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ეს მზარდი ხარჯები ნიშნავს, რომ სკოლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი თვიური დეფიციტით და მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით აღარ არის მდგრადი.

            მომავლის სკოლა 1992 წლიდან ფუნქციონირებს. ეს იყო ის წელი, როდესაც ერლ და ჯენეტ თრითებმა  პირველად ჩამოიტანეს ამერიკული პროგრამა საქართველოში და დააარსეს აღნიშნული სკოლა. 2015 წელს მზიურის პარკში მომხდარ კატასტროფულ წყალდიდობას სკოლა სასწაულებრივად გადაურჩა და გააგრძელა მუშაობა თანამშრომლებისა და მოსწავლეთა თავდაუზოგავი ძალისხმევით. საბჭოს წევრები მხარს უჭერდნენ  სკოლას მიუხედავად მრავალი შიდა და გარე გამოწვევისა. თუმცა, სკოლის დღევანდელი მდგომარეობა ახლა აშკარად არამდგრადია და ჩვენ ძალაუნებურად  იძულებულნი ვართ დავკეტოთ სკოლის კარი. 

გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთების დრო არ  არის სწორად შერჩეული სასკოლო საზოგადოებისთვის, მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ რთული გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა.  აქვე დავამატებთ, რომ, ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 1 სასწავლო წელი და მოქმედებს 2024 წლის 15 ივნისამდე. შესაბამისად, გთხოვთ ეს წერილი მიიღოთ როგორც ცნობა სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადის გასვლით, ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

             ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და თანამშრომელს ღვთის კურთხევას მომავალში.   

  

Mark IV Harvest-ის საბჭო